რა მდგომარეობაში არიან ციხეში მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი: "რაც დააპატიმრეს, ერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში"

რა მდგომარეობაში არიან ციხეში მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი: "რაც დააპატიმრეს, ერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში"

უკვე ექვსი თვეა მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმიანობას, რომლის დამფუძნებლებიც დები იყვნენ. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილ 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში რუსუდან კერვალიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ჟურნალისტი ნინო დარასელი დედის და დეიდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"კარგიც იყო, რუსუდანიც რომ აღმოჩნდა ციხეში, რადგან მაიას ამ ყველაფრის მარტო გადატანა გაუჭირდებოდა. მაია რუსუდანის გვერდით ყოფნამ უფრო გააძლიერა, უფრო მოსუქდა და ჯანმრთელად გამოიყურება. სასჯელაღსრულების სისტემაზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა, იმდენად ნორმალურ პირობებში უწევთ ყოფნა. რუსოს რომ ვეკითხები, როგორ საჭმელს გაჭმევენ-მეთქი, ისე მპასუხობს, არაჩვეულებრივსო, ციხეში მოგინდება ყოფნა. ამბობენ, რომ წიგნებს კითხულობენ და ა. შ.

რუსოსთვის დაპატიმრება ერთგვარი შვებაც იყო, რადგან ჯერ კიდევ როდიდან ითხოვდა, მე დამაკავეთ და მაია გაუშვითო, რომ მიეცეს საშუალება, პრობლემები მოაგვაროსო. მაიამ მთელი ცხოვრება, 20 წლის ასაკიდან, ვახოსთან ერთად გაატარა. თან ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი არ იყო: საუკეთესო მეგობრები, კომპანიონები გახლდნენ, ყველაფერზე ერთი აზრი ჰქონდათ. იდეალური ცოლ-ქმარი იყო. როგორ გადაიტანა მაიამ ეს ამბავი, არც მიკითხავს და არც ვკითხავ, რადგან ვიცი, რამ მწარე იქნებოდა მისთვის.

მაიამ ერთი ცხოვრება დაასრულა. ეს იყო ბედნიერი სიცოცხლე ვახოსთან ერთად. ახლა კი, იმედია, მშვიდ ცხოვრებას გააგრძელებს და ექნება საშუალება, შვილთან, შვილიშვილებთან ერთად, მშვიდად იცხოვროს. ვახოს გარეშე ბედნიერი ალბათ ვეღარ იქნება, მაგრამ ჩვენ დავეხმარებით, ვეცდებით, მუდამ გავახაროთ.

- ციხეში მათ მოსანახულებლად ხშირად მიდიხართ?

- რაც დააპატიმრეს არცერთხელ არ ვყოფილვარ ციხეში. რუსოს არ აქვს სურვილი, რომ საპატიმროში ვნახო. არც მე მქონდა ამის სურვილი.

რუსუდანი თვითონ მირეკავს და აქეთ მეკითხება ყველაფერს, იქიდან მაკონტროლებს, იმაზე ღელავს, რომ ბავშვებს შემთხვევით არაფერი დავაკლო. მე არც ვეკითხები, რას შვრები-მეთქი, რადგან ვიცი, მას იქაც ყველაფერი წესრიგში ექნება.

მეუბნება, რომ იქ გადასარევ ადამიანებთან ერთად არის, დაწყებული ბადრაგიდან დამთავრებული პატიმრებით. რუსო აბსოლუტურად არავისზეა გაბრაზებული. ვეუბნები, იმდენი ვინმე გირეკავს, ზოგი მავიწყდება, ვინ მოგიკითხა-მეთქი. ამბობს, არა უშავს, დედიკო, მე მაინც ყველა მიყვარსო.

რუსუდან ადვაძე

გაზეთი "სარკე"

რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე

ბოლო 24 საათში 17 850 ტესტის ჩატარების შემდეგ საქართველოში 723 ახალი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 19 ადამიანი - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა