გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფციის განხილვა - შეხვედრა მეცნიერებთან

გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფციის განხილვა - შეხვედრა მეცნიერებთან

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, 3 ოქტომბერს  ქართველ მეცნიერებთან  შეხვედრა გაიმართა. ფონდის წარმომადგენლებმა წარადგინეს გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფცია. მეცნიერებმა, თავის მხრივ, გამოთქვეს მოსაზრებები კონცეფციაში შესული ცვლილებებისა და გამოყენებითი კვლევების კონკურსის წესების შესახებ.

დისკუსია გაიმართა აპლიკანტების მიმართ მოთხოვნებზე, შეფასების სისტემაზე, პროექტების მონიტორინგზე, სამეცნიერო პროდუქტიულობასა და სხვა მრავალ საკითხზე.

განახლებული კონცეფციის თანახმად, გამოყენებითი კვლევების კონკურსში შემოსული პროექტები ორიენტირებული უნდა იყოს ინოვაციურ კვლევებზე, ტექნოლოგიების განვითარებასა და კვლევის შედეგების კომერციალიზაციის პერსპექტივაზე.

აუცილებელია, იდეა იყოს პატენტუნარიანი, ხოლო პროექტს უნდა გააჩნდეს ტრანსლაციური კვლევის კომპონენტი, რაც გულისხმობს კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კვლევას (grandchallenges, societalchallenges).

არასავალდებულო, თუმცა სასურველი მოთხოვნაა, პროექტს ჰქონდეს თანადაფინანსება.

საგრანტო განაცხადის წარმომდგენი შეიძლება, იყოს სულ მცირე 2 ეროვნული ინსტიტუციისგან (კვლევითი უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები/ცენტრები, ასევე,ააიპ-ები, რომელთა წესდებითაც განსაზღვრულია კვლევების წარმოება) და არასამეცნიერო (ინდუსტრიული, საჯარო, არასამთავრობო) სექტორიდან (1 ინსტიტუცია) შემდგარი კონსორციუმი.ასევე, სასურველია, პროექტში ჩართულები იყვნენ უცხოელი მეცნიერები. კონსორციუმში შემავალ ინსტიტუციათა საერთო მინიმალური რაოდენობა არის 3, ხოლო მაქსიმალური რაოდენობა - 5. ერთი და იგივე ინსტიტუცია შეიძლება იყოს რამდენიმე კონსორციუმის წევრი, ხოლო ერთი და იგივე კონსორციუმი უფლებამოსილია, წარადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო წინადადება. პროექტის ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 4 წლამდე. ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობაა 150000 ევრო წელიწადში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა „საქპატენტის“ წარმომადგენელი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია პატენტის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში შესული ცვლილებების შესახებ, როგორიცაა „წინასწარი ძიების ანგარიში“ და „გამოგონების გახსნის ფორმა“ (InventionDisclosureForm). აღნიშნულის მეშვეობით, შესაძლებელია, გაიზომოს კვლევის პროდუქტის ინოვაციურობა და წინასწარ გამოიკვეთოს პატენტის მიღების ტენდენცია, რაც იძლევა დროის დაზოგვისა და პატენტის მიღების გამარტივების საშუალებას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი