ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება

ტექდათვალიერების გავლის შემდეგ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება

თუ მანქანა ერთხელ გაივლის ტექდათვალიერებას და არის მარჯვენასაჭიანი, მას უკვე ეკრძალება საჭის გადატანა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განუცხადა და იქვე აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი მანქანა მეორედ მივა ტესტირებაზე და მას მარცხენა მხარეს ექნება საჭე გადატანილი, სავალდებულო ტესტირებას ვეღარ გაივლის.

რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ მანქანებს, რომელთა რაოდენობა, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, საკმაოდ დიდია, "თუკი საჭის მექანიზმი წესრიგშია" ისინი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას ჩვეულებრივად გაივლიან.

"ეს მანქანები სხვა პარამეტრებზე ტესტირებას ჩვეულებრივად გაივლიან, მაგრამ რაც შეეხება საჭის მექანიზმს, ჩვენ შევამოწმებთ და თუ ძალიან ცუდი მდგომარეობა არ არის, მაშინ სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ჩვეულებრივად გავატარებთ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამ შემთხვევაში დროს მივცემთ, რომ გამოასწორონ მინიმალურად მაინც", - განაცხადა ხმალაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი