"რეზონანსი" - ტექდათვალიერება საბურავებს, ავტონაწილებსა და მომსახურებას გააძვირებს

"რეზონანსი" - ტექდათვალიერება საბურავებს, ავტონაწილებსა და მომსახურებას გააძვირებს

ავტომობილების ტექდათვალიერების ვალდებულება სათადარიგო ნაწილებისა და საბურავების გაძვირებას გამოიწვევს.

პარალელურად მოიმატებს ავტოხელოსნების მომსახურების საფასურიც. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ მანქანის მოწყობილობის რამდენიმე დეტალის ფასი ნამდვილად აიწევს, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ნაწილს, რომელზეც ბოლო დრომდე ყველაზე ნაკლები მოთხოვნა იყო. დეფიციტი მოსალოდნელი არ იქნება, მაგრამ ფასები შეიცვლება.

ტექდათვალიერება არ არის ერთადერთი საკითხი, რაც ავტონაწილებისა და მომსახურების ფასზე იმოქმედებს. ლარის გაუფასურებისა და იმ ტენდენციის გამო, რომელიც დღესდღეობით სავალუტო ბაზარზეა, გაძვირება ისედაც გარდაუვალია.

მიუხედავად ამისა, ავტოსათადარიგო ნაწილების ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ფასთა ცვლილება ყველა მარაგნაწილს არ შეეხება.

კომპანია "ავტობანის" დამფუძნებელი ბაკურ ხუნდაძე ვარაუდობს, რომ ავტომობილისთვის აუცილებელ სათადარიგო დეტალებს მასშტაბურად არავინ გააძვირებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, მოვაჭრეების ნაწილმა სიტუაციით მართლაც ისარგებლოს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი