მაია ასათიანი მისი ორსულობის შესახებ გავრცელებულ ხმებს პასუხობს - "ახლობლები მხვდებიან და მილოცავენ..."

მაია ასათიანი მისი ორსულობის შესახებ გავრცელებულ ხმებს პასუხობს - "ახლობლები მხვდებიან და მილოცავენ..."

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ორსულობის შესახებ გავრცელებულ ხმებს "პროფილის" ახალი სეზონის პირველ გადაცემაში უპასუხა: "ახალი ჭორი დადის ჩემს ირგვლივ, რომ ველოდები ბავშვს და ეს არის ტყუილი. ახლობლები მხვდებიან და მილოცავენ, თუმცა ეს არის ტყუილი", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

მაია ასათიანის ორსულობის შესახებ სოციალურ ქსელში, ასევე რამდენიმე პორტალზე მას შემდეგ წერდნენ, რაც "პროფილის" ახალი სეზონის პირველი გადაცემის პრომო გამოჩნდა.

ცნობისთვის, მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ნახეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი