მომატებული ფასები სკოლის ბუფეტებში

მომატებული ფასები სკოლის ბუფეტებში

არაჟნით ჩანაცვლებული მაიონეზი, პიცა კეტჩუპისა და მაიონეზის გარეშე, კომპოტი - ეს იმ საკვები პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებს სკოლის ბუფეტებში ხვდებათ.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა შეიცვალა სკოლის სასადილოებში, მას შემდეგ რაც განათლების სამინისტროს მიერ ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტების გაყიდვა აიკრძალა.

მშობლების განცხადებით, რამდენიმე სკოლაში პროდუქტებზე ფასის მატება შეინიშნება. მაგალითად, თუ ზოგიერთ სკოლაში ნატურალური წვენი 1 ლარი ღირდა, მიმდინარე სასწავლო წელს 1.80 ლარი ღირს; ზოგიერთ სკოლაში კი 50 თეთრით მოიმატა ფუნთუშის ფასმა და 1 ლარი გახდა. თუმცა მშობლები იმასაც აცხადებენ, რომ ფუნთუშა მცირედით ზომაშიც გაზრდილია.

ბიზნესოპერატორები კი, რომლებსაც სკოლებში ფართი იჯარით აქვთ აღებული, აცხადებენ, რომ ფასები არ შეცვლილა და სასადილოებში საკვები პროდუქტები მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია.

ამასთან, მათი თქმით, "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ განათლების მინისტრის ბრძანებით, აკრძალული პროდუქტები სკოლებში აღარ იყიდება და ისინი სხვა საკვებით ჩაანაცვლეს.

"წვნიანები, სალათები, ნატურალური წვენები, კომპოტი, ცომეული - ძირითადად ამ პროდუქტებს ვთავაზობთ მოსწავლეებს. მაიონეზს აღარ ვიყენებთ და რიგ საჭმელში არაჟნით ჩავანაცვლეთ. გვაქვს ასევე პიცა, რომელიც მაიონეზის გარეშეა და ზემოდან არაფერი აქვს მოსხმული. "ლანჩ ბოქსებიც" შემოვიღეთ, მაგრამ შედარებით ძვირი ღირს და ბავშვები ხშირად ვერ ყიდულობენ. მათი მხრიდან ძირითადი მოთხოვნა მაინც ცომეულზეა. სალათების ფასი 1 ლარიდან 2 ლარამდეა, მაგრამ მოთხოვნა ნაკლებადაა. ბუფეტში, რისი გაყიდვაც აიკრძალა, აღარაფერს ვყიდით. თუმცა ეს აკრძალული პროდუქცია სკოლის წინ, რამდენიმე ნაბიჯში იყიდება. მაგალითად, 51-ე სკოლის წინ არის მოძრავი ობიექტი, სადაც მაიონეზიანი ჰოთდოგი, სოსისები და სხვა საკვები იყიდება, რაც არასწორად მიგვაჩნია", - აღნიშნავს შპს "ჯანსაღი კვების" დირექტორი ჟანა გაგუა.

გაგრძელება იხილეთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი