რატომ აჩუქა "სახემ" ახალი სიმღერა "ჩემო თბილის ქალაქო" კახი კალაძეს? - "ეს კლიპი რუსულ არხებზეც ტრიალებს და იქაც მოსწონთ"

რატომ აჩუქა "სახემ" ახალი სიმღერა "ჩემო თბილის ქალაქო" კახი კალაძეს? - "ეს კლიპი რუსულ არხებზეც ტრიალებს და იქაც მოსწონთ"

ჯგუფმა "სახემ" "ბიტჰარდთან" ერთად კლიპი გადაიღო. ვიდეორგოლის პრემიერა გუშინ შედგა. სიმღერა "თბილისო" გაჟღერებისთანავე ვირუსულად მოედო ინტერნეტ სივრცეს და უკვე მილიონობით ნახვა დააგროვა. როგორც ჯგუფის წევრებმა განცხადეს, სიმღერა თბილისის მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს აჩუქეს. დეტალებზე Ambebi.ge-ს "სახეს" წევრი დათო ხუჯაძე ესაუბრა:

- დათო, რატომ გადაწყვიტეთ ამ სიმღერის ჩაწერა?

- ორი მიზეზი არსებობდა, პირველი "სახეს" არ ჰქონდა სიმღერა თბილისზე და მეორე - კახა კალაძეს გავუკეთეთ საჩუქარი. ეს არ არის სააგიტაციო კლიპი და არც 41 ნომერია კლიპში, ეს არის სიმღერა თბილისზე, რომელიც კახის ვაჩუქეთ.

- ანუ თბილისის მერის არჩევნებში მხარს კახი კალაძეს უჭერთ

- კი, რა თქმა უნდა.

- მისი დაპირებების გჯერათ?

- მჯერა, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტს მაინც გააკეთებს, რაც კეთდება.

- კლიპის გადაღების პროცესში ფინანსურად კახი კალაძე დაგეხმარათ?

- არა, რას ამბობთ, შევიკრიბეთ მეგობრები და გავაკეთეთ ეს კლიპი. არც იცოდა კახიმ ამ საჩუქარს რომ ვუკეთებდით, როცა მოისმინა სიმღერა და ნახა კლიპი, მოეწონა და გაეხარდა.

- ვინ გადაიღო კლიპი?

- ეს კლიპი გადაიღო მოლდოველმა რეჟისორმა სერგეი სპინულმა. უცხოელები მუშაობდნენ ამ კლიპზე და 20 ქართველი იყო შემოქმედებით ჯგუფში.

- ელოდით ასეთ წარმატებას, რატომ გახდა ასეთი რეზონანსული?

- ვერ გეტყვით. ელემენტარულად მუსიკალური არხიც არ არსებობს საქართველოში და რაღაც რომ გაკეთდა, მოეწონა ხალხს. ეს კლიპი რუსულ არხებზეც ტრიალებს და იქაც მოსწონთ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ნახეთ კლიპი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი