კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:30 / 06-10-2017
მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ჰობიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა
მსოფლიოში ცნობილი ადამიანების ცხოვრება, შორიდან იდეალური და ჩვენი ცხოვრებისგან სრულიად განსხვავებული ჩანს. ხშირად, როდესაც ცნობილ და მდიდარ ადამიანებს ეკრანებზე ვხედავთ, ვერ ვიაზრებთ, რომ სინამდვილეში ისინი ძალიან გვგვანან ჩვენ და განათებული სცენისა თუ ფართო ბილბორდების მიღმა მათაც ჩვენსავით ჩვეულებრივი სურვილები და ინტერესები აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ადამიანების დიდი ნაწილი გატაცებულია ხელნაკეთი ნივთების დამზადებით და ეს ფაქტი უკვე საჯარო განხილვის საგანიც გახდა.

სამეფო ოჯახი

ქეით მიდლტონმა და უელსის პრინცმა ჩარლზმა დალვიჩის გალერეის სტუმრობისას თავი ვერ შეიკავეს და პატარებთან ერთად ქაღალდებისგან სახალისო ნივთების
დამზადებაში მიიღეს მონაწილეობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში პრინცი ნიჭიერი მხატვარია, რომელსაც 6 მილიონი ფუნტის ღირებულების ნახატებიც კი აქვს გაყიდული და ხელნაკეთი ნივთების დამზადება მის გარდა სამეფო ოჯახის არაერთი წევრის გატაცებაა.

დევიდ ბექჰემი

დევიდ ბექჰემი არა მარტო ფეხბურთის კარგად თამაშის ნიჭით არის დაჯილდოებული, არამედ შემოქმედებითი უნარებითაც. მისმა მეუღლემ ვიქტორია ბექჰემმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, თუ როგორ უკერავს ცნობილი ფეხბურთელი საკუთარ ქალიშვილს თოჯინისთვის ტანსაცმელს. როგორც აღმოჩნდა, ეს დევიდ ბექჰემის ერთჯერადი მცდელობა სულაც არ ყოფილა და თავისუფალ დროს ხშირად სწორედ ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში ატარებს.

ტეილორ სვიფტი

ხელსაქმე უცხო ხილი არ ყოფილა პოპ ვარსკლავ ტეილორ სვიფტისთვისაც. სწორედ საკუთარი ხელით დამზადებული საქორწილო საჩუქარი მიართვა თავის კენიელ მეგობარს ქორწილში და როგორც ირკვევა, მას არაერთი ხელნაკეთი აქსესუარი აქვს შექმნილი.

პარის ჰილტონი

ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და მეწარმემ პარის ჰილტონმა დიდი ქონება დააგროვა გონივრული ბრენდინგით. სუნამოებით დაწყებული ტანსაცმლით დამთავრებული, ის ყველაფერს თავისი ბრენდის ქვეშ ფუთავს და ამ ბრენდის უამრავი აქსესუარი სწორედ მის მიერ ხელით არის დამზადებული.

როგორც ჩანს, ხელსაქმე უამრავი ადამიანის გატაცებად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სფეროს წარმომადგენელია ადამიანი, ხშირად ის განტვირთვისა და საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად სწორედ ამ ხერხს მიმართავს. ხელნაკეთი ნივთების შექმნა საქართველოშიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაზეც მეტყველებს მათ დასამზადებლად საჭირო მასალებზე გაზრდილი მოთხოვნა. ულამაზესი მასალების ფართო არჩევანს მომხმარებელს კი უკვე რამდენიმე თვეა წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სთავაზობს.

მისი შეძენა კი კონკრეტულად 3 ფილიალშია შესაძლებელი: თბილისი "ბიბლუსი გალერეა" კანდელაკის #7 და ჭავჭავაძის #7, ბათუმი : "ბიბლუსი გალერეა" მემედ აბაშიძის # 52
09:02 / 07-10-2017
ციცი
0
მაგარი რეკლამა კი გამოგივიდა....
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:00 / 21-11-2017  Image ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალხწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
"როსავიაციის" უფროსის თქმით, - "აეროპორტის ყველა თანამმშრომელი ფხიზელი უნდა იყოს"
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49