მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ჰობიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა

მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომელთა ჰობიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებაა

მსოფლიოში ცნობილი ადამიანების ცხოვრება, შორიდან იდეალური და ჩვენი ცხოვრებისგან სრულიად განსხვავებული ჩანს. ხშირად, როდესაც ცნობილ და მდიდარ ადამიანებს ეკრანებზე ვხედავთ, ვერ ვიაზრებთ, რომ სინამდვილეში ისინი ძალიან გვგვანან ჩვენ და განათებული სცენისა თუ ფართო ბილბორდების მიღმა მათაც ჩვენსავით ჩვეულებრივი სურვილები და ინტერესები აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ადამიანების დიდი ნაწილი გატაცებულია ხელნაკეთი ნივთების დამზადებით და ეს ფაქტი უკვე საჯარო განხილვის საგანიც გახდა.

სამეფო ოჯახი

ქეით მიდლტონმა და უელსის პრინცმა ჩარლზმა დალვიჩის გალერეის სტუმრობისას თავი ვერ შეიკავეს და პატარებთან ერთად ქაღალდებისგან სახალისო ნივთების დამზადებაში მიიღეს მონაწილეობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში პრინცი ნიჭიერი მხატვარია, რომელსაც 6 მილიონი ფუნტის ღირებულების ნახატებიც კი აქვს გაყიდული და ხელნაკეთი ნივთების დამზადება მის გარდა სამეფო ოჯახის არაერთი წევრის გატაცებაა.

დევიდ ბექჰემი

დევიდ ბექჰემი არა მარტო ფეხბურთის კარგად თამაშის ნიჭით არის დაჯილდოებული, არამედ შემოქმედებითი უნარებითაც. მისმა მეუღლემ ვიქტორია ბექჰემმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათი, თუ როგორ უკერავს ცნობილი ფეხბურთელი საკუთარ ქალიშვილს თოჯინისთვის ტანსაცმელს. როგორც აღმოჩნდა, ეს დევიდ ბექჰემის ერთჯერადი მცდელობა სულაც არ ყოფილა და თავისუფალ დროს ხშირად სწორედ ხელნაკეთი ნივთების დამზადებაში ატარებს.

ტეილორ სვიფტი

ხელსაქმე უცხო ხილი არ ყოფილა პოპ ვარსკლავ ტეილორ სვიფტისთვისაც. სწორედ საკუთარი ხელით დამზადებული საქორწილო საჩუქარი მიართვა თავის კენიელ მეგობარს ქორწილში და როგორც ირკვევა, მას არაერთი ხელნაკეთი აქსესუარი აქვს შექმნილი.

პარის ჰილტონი

ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელმა და მეწარმემ პარის ჰილტონმა დიდი ქონება დააგროვა გონივრული ბრენდინგით. სუნამოებით დაწყებული ტანსაცმლით დამთავრებული, ის ყველაფერს თავისი ბრენდის ქვეშ ფუთავს და ამ ბრენდის უამრავი აქსესუარი სწორედ მის მიერ ხელით არის დამზადებული.

როგორც ჩანს, ხელსაქმე უამრავი ადამიანის გატაცებად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სფეროს წარმომადგენელია ადამიანი, ხშირად ის განტვირთვისა და საკუთარი შემოქმედებითი უნარების გამოსავლენად სწორედ ამ ხერხს მიმართავს. ხელნაკეთი ნივთების შექმნა საქართველოშიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაზეც მეტყველებს მათ დასამზადებლად საჭირო მასალებზე გაზრდილი მოთხოვნა. ულამაზესი მასალების ფართო არჩევანს მომხმარებელს კი უკვე რამდენიმე თვეა წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" სთავაზობს.

მისი შეძენა კი კონკრეტულად 3 ფილიალშია შესაძლებელი: თბილისი "ბიბლუსი გალერეა" კანდელაკის #7 და ჭავჭავაძის #7, ბათუმი : "ბიბლუსი გალერეა" მემედ აბაშიძის # 52

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი