გრიპის ვირუსები გააქტიურდა - რა რეკომენდაციებს აძლევენ სპეციალისტები მოსახლეობას

გრიპის ვირუსები გააქტიურდა - რა რეკომენდაციებს აძლევენ სპეციალისტები მოსახლეობას

გაციებისა და ვირუსების სეზონი უკვე დაიწყო. გარშემო უკვე შენიშნავთ ადამიანებს, რომელთაც სურდო ან ხველა აწუხებთ, მიზეზად კი ამინდის უეცარ ცვლილებას ასახელებენ.

სურდოს, ხველას, ყელისტკივილსა და მსგავს ჩივილებს დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი სწორედ მოულოდნელად აციებას უკავშირებს.

"ადამიანმა ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოს, ამინდის ადეკვატურად უნდა ჩაიცვას. როდესაც ასე არ ვიქცევით, ამან შესაძლოა, ჩვენი ბუნებრივი მიკროფლორის გააქტიურება გამოიწვიოს, რაც შემდგომში ისეთი ტიპის ჩვილებს იწვევს, როგორიცაა ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი და ძალიან ხშირად სურდო. გარდა ამისა, როდესაც მოულოდნელად აცივდება, კარებსა და ფანჯრებს ვკეტავთ და ვცდილობთ, მცირე სივრცეებში გამოვიკეტოთ და თბილად ვიყოთ. სწორედ ასეთ სივრცეებში ვრცელდება ნებისმიერი რესპირაციული ვირუსი", – განმარტავს ხათუნა ზახაშვილი და დასძენს, რომ აუცილებელია, ხველისა და ცემინების ეტიკეტი ყველამ დაიცვას, ხოლო გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი უსაფრთხოდ განადგურდეს, მრავალჯერადი კი კარგად გაირეცხოს.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის თქმით, საქართველოში 200–ზე მეტი რესპირაციული ვირუსია გავრცელებული, მათ შორის ყველაზე საშიში გრიპია...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი