სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

 სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საგარეო უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, რომ სოსო ოსორაულის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია მიეწოდოთ.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ სოსო ოსორაული გარდაცვლილია, თუმცა, ამას ოფიციალურად ვერ ადასტურებენ. გვაჩვენებენ რაღაც ფოტოებს, სადაც ვითომ სოსოს გარდაცვალებაა დადასტურებული, თუმცა, ამ სურათებს არ ვენდობით და ის შეიძლება დამონტაჟებულიც იყოს. 4 დღის წინ ვესაუბრეთ მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს, რომელმაც მითხრა, რომ კონგოში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან გაეროს ბოლო მონაცემებითაც სოსო ოსორაული გარდაცვლილია. თუმცა ეს ინფორმაციები ოფიციალურად ვერ დასტურდება და ჩვენთვის ისევ უცნობია, რეალურად სოსო ოსორაული გარდაცვლილია თუ ცოცხალია", - განაცხადა ოსორაულის მეუღლემ ნინო ოსორაულმა.

სოსო ოსორაულის ძმა, გიორგი ოსორაული კონგოში მყოფ ქართველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი ძმა ცოცხალია და ისიც მოითხოვს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთოს მისი მდგომარეობის დასადგენად. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება ერთი წლის გასვლას და სოსო ოსორაულის დაკარგულად გამოცხადებას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი