როგორ მოვემზადოთ ტექდათვალიერებისათვის - რჩევები, რომელიც მძღოლებს გამოგადგებათ

როგორ მოვემზადოთ ტექდათვალიერებისათვის - რჩევები, რომელიც მძღოლებს გამოგადგებათ

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება და ორი წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ავტოპარკი ეტაპობრივად შემოწმდება. ამის შემდეგ­ ტექდათვალიერება ევროპულ სტანდარტზე გადავა­. კერძოდ, 4-წლიანი მანქანა აღარ გაივლის სავალდებულო ტესტირებას, 4-დან 6 წლამდე მანქანა 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო 6 წლის შემდეგ ყველა ავტომობილი წელიწადში ერთხელ შემოწმდება. ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ინსპექტირებას, მძღოლს ერთი თვე მიეცემა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე:

- აუცილებელია, რომ ავტოპარკი ტექნიკურად გამართული იყოს, მაგრამ საკითხავია, რამდენად ვართ მზად ტექინსპექტირების ჩატარებისთვის. აქამდე უნდა ყოფილიყო გაწერილი თუ რა, და როგორ მოხდება. მძღოლს კითხვა რომ გაუჩნდეს, პასუხს შესაბამის თავსა და მუხლში ვერ ამოიკითხავს, რადგან მსგავსი არაფერი არსებობს. დაიქირავეს უცხოური კომპანია შGშ, მან კი მხოლოდ კომერციული მხარე შეისწავლა და გაწერა, როგორ უნდა მოეწყოს ტექდათვალიერების ცენტრები, მაგრამ მერე რა ხდება, არ არის ცნობილი. კარზე მოგვდგომია 2018 წელი, მძღოლს კი დრო სჭირდება მოსამზადებლად.

- ხომ ცნობილია ის 7 ჩამონათვალი, რომელთაც ავტომანქანა უნდა აკმაყოფილებდეს?

- ბევრი დეტალი ჩამონათვალში სრუ­ლყოფილად მოცემული არ არის. მაგალითისთვის რომელი პუნქტი განვიხილოთ?

- ვთქვათ მაშუქების გასწორება.

- თუ ევროპულ მანქანაზე ახლო განათების დროს მარჯვენა მხარე უფრო შორს ანათებს, იაპონურზე მარცხენა მხარე უფრო ძლიერია, ფაქტობრივად, შემხვედრს თვალებში ანათებს. ამ მანქანების ფარების დარეგულირება ჩვენი გზების შესაბამისად შეუძლებელია, ჭრილი აქვს ისეთი. უნდა იყიდო ახალი, რაც იმდენივე დაჯდება, რამდენიც მეორადი იაპონური მანქანის შეძენას დასჭირდა. ალბათ, დაარეგულირებენ, რომ მარცხენა განათების სიმძლავრე დასწიონ. შედეგად, იაპონური მანქანის მფლობელებს გაუუარესებენ მხედველობას, სამაგიეროდ, გაატარებენ ტექდათვალიერებას... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი