ვინ არის ახალგაზრდა ქართველი გოგონა, რომელმაც ბროდვეის სცენაზე ითამაშა - "დე­და 12 წე­ლი არ მყავ­და ნა­ნა­ხი..."

ვინ არის ახალგაზრდა ქართველი გოგონა, რომელმაც ბროდვეის სცენაზე ითამაშა - "დე­და 12 წე­ლი არ მყავ­და ნა­ნა­ხი..."

ირი­ნო­ლა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი ნიუ-იორ­კ­ში, ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რობს. მან სა­ქარ­თ­ვე­ლო 16 წლი­სამ და­ტო­ვა, ამე­რი­კა­ში გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ კი სკო­ლა­ში სწავ­ლა და­ამ­თავ­რა, კო­ლეჯ­ში ჩა­ა­ბა­რა, მუ­შა­ო­ბაც და­იწყო და პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­ატ­რ­შიც თა­მა­შობ­და. ირი­ნო­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­და­დე­გე­ბის დროს ჩა­მო­ვი­და.

- უკ­ვე 21 წე­ლია, რაც ბე­ბი­ა­ჩე­მი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, ხო­ლო დე­და იქ 15 წლის წინ გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად. მას შემ­დეგ, რაც დე­დამ მწვა­ნე ბა­რა­თი აიღო, შვი­ლის წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბაც მო­ი­პო­ვა. იმ დღეს, რო­ცა ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე, სა­ბავ­შ­ვო თე­ატ­რ­ში ვი­ყა­ვი, პრე­მი­ე­რის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. დე­დამ და­მი­რე­კა და მითხ­რა, რომ ჩე­მი სა­ბუ­თე­ბი მზად იყო და თვე-ნა­ხე­ვარ­ში უკ­ვე ამე­რი­კა­ში მივ­დი­ო­დი. მა­ნამ­დე ყვე­ლა მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი დამ­ცი­ნო­და, რად­გან სულ ვი­ძახ­დი, ამე­რი­კა­ში მივ­დი­ვარ-მეთ­ქი, ეს მო­მენ­ტი კი არა და არ დად­გა. ისე გა­მო­ვი­და, რომ მე-11 კლა­სის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან ამე­რი­კა­ში გა­და­ვე­დი, სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე და შემ­დეგ კო­ლეჯ­ში მოვ­ხ­ვ­დი.

- დე­და რამ­დე­ნი წე­ლი არ გყავ­და ნა­ნა­ხი?

- 12 წე­ლი არ მყავ­და ნა­ნა­ხი. 4 წლის ვი­ყა­ვი, ამე­რი­კა­ში რომ წა­ვი­და. კონ­ტაქტს მხო­ლოდ სკა­ი­პი­თა და ვა­ი­ბე­რით ვა­ხერ­ხებ­დი. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ რო­ცა ვნა­ხე, ვერ გამოვხატე, ემო­ცი­ე­ბი თით­ქოს ამე­რი­კა­ში ფე­ხის შედ­გ­მის­თა­ნა­ვე დავ­კარ­გე. ბე­ბია არას­დ­როს მყავ­და ნა­ნა­ხი. ჩას­ვ­ლის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლი­წად­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ ნამ­დ­ვი­ლად იქ ვცხოვ­რობ და ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლო­ბა­ში ხდე­ბა. აერო­პორ­ტ­ში მყო­ფე­ბი დე­დას თვალს ვერ სწყვეტ­დ­ნენ, ის "ბო­ლო ხმა­ზე" ტი­რო­და. მივ­ხ­ვ­დით, თა­ვი­დან უნ­და გაგ­ვეც­ნო ერ­თ­მა­ნე­თი.

- თა­ვის დრო­ზე, დე­და­შე­ნი რა­ტომ წა­ვი­და ამე­რი­კა­ში?

- ბე­ბი­ამ შვი­ლის გა­რე­შე ვერ გაძ­ლო (ი­ღი­მის). ასე­ვე, დე­და ფიქ­რობ­და, რომ ასე უკე­თეს მო­მა­ვალს შე­მიქ­მ­ნი­და. ორი­ვე მუ­შა­ობს, პი­რა­დი ექ­თანე­ბი არი­ან. კურ­სე­ბი და­ამ­თავ­რეს და სხვა­დას­ხ­ვა შტატ­ში მუ­შა­ო­ბენ. ბი­ნა ბრუკ­ლინ­ში გვაქვს, სა­დაც მე ვსწავ­ლობ, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი ლონგ-აილენ­დ­შია, ხო­ლო ბე­ბია - ნიუ-ჯერ­სი­ში. ამ­ჟა­მად მარ­ტო ვცხოვ­რობ. ისი­ნი ჩემ­თან ხში­რად ჩა­მო­დი­ან და ვცდი­ლობთ, დღე­ე­ბი და­ვამ­თხ­ვი­ოთ, ყვე­ლა­ნი ერ­თად რომ ვი­ყოთ.

- თა­ვი­დან­ვე მარ­ტო ცხოვ­რობ­დი?

- არა, დე­და არ მშორ­დე­ბო­და, სკო­ლა­ში მივ­ყავ­დი, მოვ­ყავ­დი და ა.შ. თან, სკო­ლა­ში ტე­ლე­ფო­ნე­ბი აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო. ამი­ტომ ზუს­ტად იცო­და, რო­დის უნ­და მო­ე­კითხა ჩემ­თ­ვის. ყო­ველ­დღე 9 გაკ­ვე­თი­ლი მქონ­და, რად­გან იქ, ბო­ლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 გა­მოც­და ბარ­დე­ბა. ამი­ტომ, რო­ცა კლა­სე­ლებს 3 გა­მოც­და უკ­ვე და­წე­რი­ლი ჰქონ­დათ, მე ოთხი­ვე უნ­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მინ­დო­და, სკო­ლა მა­ლე და­მემ­თავ­რე­ბი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­მეძ­ლო, ზედ­მე­ტი ერ­თი წე­ლი კი­დევ მეს­წავ­ლა. ამი­ტომ ზაფხუ­ლის სკო­ლა­შიც ვი­ა­რე, კარ­გად რომ მოვ­მ­ზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი. თან ვმუ­შა­ობ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად თე­ატ­რ­შიც დავ­დი­ო­დი.

- სად მუ­შა­ობ­დი?

- მან­ჰე­ტენ­ზე ბარ­ში მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი. თუ სა­ბუ­თე­ბი გაქვს, სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა იოლია, მაგ­რამ მა­ინც არც ისე მარ­ტი­ვი. მახ­სენ­დე­ბა, სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ რო­ცა მთა­ვარ­მა მე­ნე­ჯერ­მა ჩე­მი ასა­კი გა­ი­გო, და­ფიქ­რ­და, შე­ეძ­ლო თუ არა, მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ე­ცა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ალ­კო­ჰოლ­თან შე­ხე­ბა მი­წევ­და... სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც დამ­ტო­ვა და 4 თვე ვი­მუ­შა­ვე. ყვე­ლას უკ­ვირს, რო­ცა ვამ­ბობ, რომ მიმ­ტა­ნო­ბა მე­ნატ­რე­ბა. კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი ჩე­მი სამ­სა­ხუ­რით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი და ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, უცხო­ე­ლებ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტით ენაც გა­ვი­ტე­ხე. შემ­დეგ ბრუკ­ლინ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ მან­ჰე­ტენ­ზე ძა­ლი­ან კარ­გი ანაზღა­უ­რე­ბა მქონ­და. ქარ­თ­ვე­ლი გო­გო იყო ჩემ­თან ერ­თად, რო­მელ­საც სა­ბუ­თე­ბი არ ჰქონ­და და შე­და­რე­ბით ცო­ტას უხ­დიდ­ნენ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი