რა ქონებასა და ბიზნესს ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები?

რა ქონებასა და ბიზნესს ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები?

დედაქალაქის მერობის კანდიდატების ქონებაზე, ბიზნესსა და მათი პარტიების მიერ 2017 წელს მიღებულ შემოწირულობებზე ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (ifact.ge) ავრცელებს.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე ფლობს 12 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობის უძრავ ქონებას. მასვე ეკუთვნის შპს kala capital limited-ისა და შპს "კოლხეთის" 100%-100%-იანი წილები, შპს "ნესტ გრუპის" 50%-ი და 33%-იანი წილი "იუკაში". ამასთან, "ქართული ოცნების" შემოწირულობებმა მიმდინარე წელს 11,267.008 ლარი შეადგინა.

ზაალ უდუმაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატია, 740 კვ. მეტრ ფართობზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს. მანვე 2012 წელს დააფუძნა ააიპ "ფარვანა", რაც შეეხება შემოწირულობებს, 2017 წელს პარტიამ, რომელსაც ის წარმოადგენს 65,619.72 ლარი მიიღო.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ფლობს 69.93 კვ. მეტრი ფართობის უძრავ ქონებას; მანვე 2017 წელს შემოწირულობების სახით 24,915 ლარი მიიღო. ამასთან, ელისაშვილის მიერ დაფუძნებულია ააიპ-ები: "ეფ ემ სტუდია", "თბილისის უახლესი ისტორიის კვლევის ცენტრი", "ტფილისის ჰამქარი" და "ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის".

"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია 6,681 კვ. მეტრი ფართობის უძრავ ქონებას ფლობს. მისი მეუღლე კომპანია "m2 უძრავი ქონების" დეველოპმენტის დირექტორია. თავად ხოშტარია კი სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა. რაც შეეხება შემოწირულობებს, მიმდინარე წელს "ევროპულმა საქართველომ" შემოწირულობის სახით 790,818 ლარი მიიღო...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი