სამი ცხვრის შეწირვის საკითხზე პატრიარქის ქადაგებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განმარტებას აკეთებს

სამი ცხვრის შეწირვის საკითხზე პატრიარქის ქადაგებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის 8 ოქტომბრის ქადაგებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, რაც სამი ცხვრის შეწირვის საკითხს უკავშირდება. საპატრიარქოს გვერდზე განთავსებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაგებაში ბრძანა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შემოწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა.

ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

8 ოქტომბერს სრულიად საქართველოს პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა: "შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები – მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღეს 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი