რა ჯდება ქორწილის ორგანიზება საქართველოში და როგორი მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს

რა ჯდება ქორწილის ორგანიზება საქართველოში და როგორი მოთხოვნები აქვთ ქართველ წყვილებს

ქორწინება წყვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ამიტომ ყველა ოჯახი ცდილობს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დღე როგორც მისთვის, ასევე სტუმრებისთვის დაუვიწყარი და დასამახსოვრებელი იყოს.

თანამედროვე ქორწილები ხშირად შოუს ტიპის წვეულებებია, რომელსაც სპეციალური ორგანიზება და შესაბამისი ხარჯი სჭირდება. დაახლოებით, რა ღირს საქართველოში კარგი ქორწილის ორგანიზება, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ივენთ-მენეჯერი, თათული ცქიტიშვილი ესაუბრა.

- თათული, რა ჯდება საქართველოში ქორწილის გადახდა?

- ყველა ქორწილის ფასი ინდივიდუალურია, გააჩნია როგორია წყვილის მოთხოვნები. ჩვენი გუნდი ყოველთვის ითვალისწინებს წყვილის ფინანსურ მდგომარეობას. შესაძლებელია დაბალბიუჯეტიანი ქორწილი ძალიან ლამაზი გამოვიდეს. რესტორნების ფასი თბილისში ერთ პერსონაზე 100 ლარიდან იწყება. არსებობს შემთხვევები როცა, აგარაკის ეზოში ტარდება ქორწილი და ამიტომ მთავარი აქცენტი კრეატივსა და დეკორაციაზე კეთდება.

- ძირითადად როგორი მოთხოვნები აქვთ წყვილებს?

- ძირითადად მაინც ტრადიციულ ქორწილს ითხოვენ. ხშირ შემთხვევაში მოთხოვნები ქართველ მომღერლებზე კეთდება, რომლის ჰონორარიც 1 000-10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა გაააჩნია შემსრულებელს, ზოგჯერ ფასი კონფიდენციალურია. ძირითადად ქართულ ხმებზე, თეატრალურ კვარტეტსა და დათო გომართელზეა მოთხოვნა. რაც არ უნდა ანდერგრაუნდული ქორწილის მოთხოვნა ჰქონდეს წყვილს, ბოლოს მაინც ტრადიციულ საქორწინო პროგრამაზე აკეთებს არჩევანს. ქალაქური სიმღერების შემსრულებელი მომღერლები, შემდეგ მუსიკალური ბენდი და ბოლოს მუსიკალური დიჯეი. ბენდებიდან ძალიან მოსწონთ დათო ილურიძის ბენდი.

- რა ჯდება საქორწინო კაბა?

- კაბას გააჩნია და ასევე იმას, ვყიდულობთ ამ კაბას თუ ვქირაობთ. ფასები იწყება 700 ლარიდან და ზოგჯერ კოლოსალური თანხაც ჯდება. ასეა ტორტის შემთხვევაშიც, 1000 ლარიდან იწყება ფასი და შიგთავსის და გაფორმების მიხედვით იზრდება.

- პატარძლისთვის მნიშვნელოვანია კარგი მაკიაჟი და ვარცხნილობა. ეს მომსახურება რა ღირს?

- 100 ლარიდან იწყება ვარცხნილობის ფასი და 70 ლარიდან მაკიაჟი.

ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, საქორწინო დღესასწაულები ერთმანეთს არ ჰგავდეს, ამიტომ ყველა ქორწილი განსხვავებულია. ძალიან ორიგინალური იყო 3 სექტემბერს გაკეთებული ქორწილი. პატარძალს სურდა, უცხოური ქორწილის ანალოგი გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. თითქოს წყვილს სახლში დარჩა ბეჭდები, სახლში კი არავინ იყო. ამ დროს ვაჩვენეთ ვიდეო, რომ მხოლოდ ძაღლი იყო სახლში და სწორედ მათი ოთხფეხა მეგობარი შემოვიდა ქორწილში, რომელსაც ყელზე ჰქონდა ჩამოკიდებული საქორწინო ბეჭდები. ზოგადად, ქორწილი ინდივიდუალურ სურვილებზეა დამოკიდებული, ამიტომ კონკრეტული ფასის დადგენა რთულია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი