"27 ოქტომბერს მისი ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ და ძალიან გახარებული იყო" - რას ჰყვება ლიკა ქავჟარაძის მეგობარი

"27 ოქტომბერს მისი ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ და ძალიან გახარებული იყო" - რას ჰყვება ლიკა ქავჟარაძის მეგობარი

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი მისსავე საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. Ambebi.ge ლიკა ქავჟარაძის უახლოეს მეგობარს, რეჟისორ შოთიკო კალანდაძეს დაუკავშირდა:

- რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ლიკა გარდაცვლილი იპოვეს, შოკში ვარ, ვერ ვიჯერებ. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩემთვის. დაუჯერებელია მისი გარდაცვალება.

- ცნობილია, რომ უახლოესი მეგობრები ხართ, როდის ნახეთ ბოლოს?

- ხშირად ვნახულობდი, 27 ოქტომბერს მისი ვარსკვლავი უნდა გაეხსნათ და ძალიან გახარებული იყო. როდესაც დათო ოქიტაშვილმა ეს შესთავაზა, თითქოს თავიდან დაიბადა, ფილმი უნდა გადაგვეღო და მითხრა შენ გადაიღეო. ვარსკვლავის გახსნაზე მისი შვილის და შვილიშვილის ჩამოყვანას აპირებდა დათო ოქიტაშვილი. ბოლოს როდესაც ვნახე დიეტაზე იყო, მითხრა გადაღებისთვის 18 კილოგრამი უნდა დავიკლოო. მაია ასათიანთან იყო სტუმრად, ნანუკას შოუში სტუმრობისთვის ემზადებოდა და რა მოხდა ასე მოულოდნელად ვერ გეტყვით.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ: ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი