ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

გთავაზობთ მსახიობის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა მასთან 18 სექტემბერს ჩაწერა:

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ვხატავ, წონაში დაკლებას ვცდილობ, დავდივარ პარკში - ქაოსურ მოძრაობაში სიარულს, იქ განმარტოება მირჩევნია.

ნახეთ ვიდეო

- ოჯახში როგორი ხართ?

-  ჩემი ოჯახი ჩემი შვილია, რომელიც ამერიკაშია. მე მარტო ვცხოვრობ. მიყვარს მარტოობა. სამზარეულოში ფუსფუსი მიტაცებს ძალიან. მგონი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს, მომზადებაც ეხერხება. დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ახალი წელი მიყვარს. ალბათ, ბავშვობიდან მომდევს ეს სიყვარული. ადამიანს უნდა გქონდეს საშუალება, გაილამაზო ცხოვრება, მე კი ისე ვცხოვრობ, ყველაფერი გათვლილი მაქვს - ჭამაზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამალზე...

ჩემი მუდმივი შემოსავალი ივანიშვილის გადახდილი თანხაა. ეგ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

- "ნატვრის ხის" შემდეგ ლიკა ქავჟარაძე სილამაზის სიმბოლოდ იქცა...

- მარიტას როლი ჩემს ცხოვრებაში უმთავრეს მომენტად იქცა. ყველა "ნატვრის ხეზე" ლაპარაკობდა. შოთიკო კალანდაძესთან რომ მნახეს ეროტიკულ სცენებში, ასეთი რაღაც როგორ გადაიღე "ნატვრის ხის" მერეო, ამბობდნენ. მსახიობი ვარ და თუკი გამომდის, რატომ არ უნდა ვითამაშო?! ზოგი აცხადებდა, მე ასე ვერ გამოვალო! ესე იგი, არ შეგიძლია, როლი განასახიერო. ემოციის გამოვლენის უნარი თუ არ გაქვს, არაფერი გამოგივა. მინდოდა და ვითამაშე! გადაღება ჩემთვის სამუშაო პროცესია - ითამაშე, გააკეთე და წადი. (იხილეთ სრულად ინტერვიუ)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი