პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს.

"გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით.

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯხის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამი პრეზიდენტის განცხადებაში.

ნახეთ: ლიკა ქავჟარაძის ბოლო ინტერვიუ - როგორ გამოიყურებოდა მსახიობი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი