გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე ლიკა ქავჟარაძის ოჯახს უსამძიმრებენ

გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე ლიკა ქავჟარაძის ოჯახს უსამძიმრებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინოვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს. ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

მსახიობის გარდაცვალების ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ეხმაურება.

"ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალება მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების დანაკლისი არ არის. ლიკა ქავჟარაძემ დატოვა ყველაზე მთავარი მსახიობისთვის - მისი შექმნილი სახეები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიასა და კინომოყვარულთა ყველა თაობის მეხსიერებაში. გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა", - აღნიშნულა საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი