ეროვნული არქივი ლიკა ქავჟარაძის აქამდე უცნობ ფოტოებს ავრცელებს

ეროვნული არქივი ლიკა ქავჟარაძის აქამდე უცნობ ფოტოებს ავრცელებს

საქართველოს ეროვნული არქივი მსახიობ ლიკა ქავჟარაძის დღემდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც 1980 წლიდან 1992 წლამდე პერიოდშია გადაღებული.

ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ლიკა ქავჟარაძის პირველი როლი

ცნობილ ქართველ კინომსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად "ნატვრის ხეში", მარიტას როლით დაამახსოვრა თავი. ულამაზესი ქართველი მსახიობი 1959 წელს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს 1972 წლიდან იღებდნენ მხატვრულ კინოში. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი.

წაიკითხეთ: "შეიძლება ბევრ შეცდომასაც ვუშვებდი, ახლა ეს აღარ მაწუხებს... მორჩა"! - ამონარიდები ლიკა ქავჟარაძის ძველი ინტერვიუებიდან

იხილეთ ვიდეო: ვარდის ფურცლები "ნატვრის ქალს" - უცნობი თაყვანისმცემლის ყვავილები სახლის კიბეზე, რომელსაც ლიკა ქავჟარაძე უკანასკნელად ჩამოივლის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი