"ლოგინთან ნიტროგლიცერინი თავგახსნილი ედო, შესაძლოა გულმა შეაწუხა" - რას ჰყვებიან ლიკა ქავჟარაძის ახლობლები

"ლოგინთან ნიტროგლიცერინი თავგახსნილი ედო, შესაძლოა გულმა შეაწუხა" - რას ჰყვებიან ლიკა ქავჟარაძის ახლობლები

ახლობლების ინფორმაციით, მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს, სავარაუდოდ, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ, თუმცა ზუსტი ადგილი საღამოს გაირკვევა. ჟურნალისტებთან საუბარში ლიკა ქავჟარაძის ბიძაშვილმა გურამ ფალავადიშვილმა განაცხადა, რომ ვაკის სასაფლაოზე ლიკა ქავჟარაძის ბებია, ბაბუა და დედაა დასაფლავებული.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ლიკა ქავჟარაძის შვილი ამერიკიდან ხვალ, 05:00 საათზე ჩამოფრინდება.

გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების მიზეზებზე.

"სასწრაფოს ექიმმა, რომელმაც მიცვალებული ნახა, თქვა, რომ ეს თვითმკვლელობა არ იყო, რადგან დათვალიერებით ასეთი ნიშნები არ ჩანდა. თავის ლოგინთან ნიტროგლიცერინი თავგახსნილი ედო. შესაძლოა გულმა შეაწუხა. 12:00 საათზე მეგობართან ჰქონდა დარეკილი და 14:00 საათზე მაღვიძარა ჰქონდა დაყენებული. დილით ბოსტნეული უყიდია, რომ სალათა გაეკეთებინა. ბოლო პერიოდში ნორმალურად იყო. ელოდებოდა ახალ-ახალ საქმეებს, ამერიკიდან შვილის ჩამოსვლას. აქტიური იყო და თავს ცუდად არ გრძნობდა. ჩვენთან ოჯახში დაახლოებით ერთი კვირის წინ იყო და მესამე სართულზე კიბეებზე რომ ამოვიდა, სუნთქვა უჭირდა. მეზობლებიც იმავეს ამბობენ, ჩანს, გულის უკმარისობა ჰქონდა", - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

წაიკითხეთ: როგორ ცხოვრობს ამერიკაში ლიკა ქავჟარაძის შვილი და შვილიშვილი, რომელმაც სილამაზით მსახიობი დაჩრდილა

რას წერს "ფეისბუქზე" ლიკა ქავჟარძის ყოფილი მეუღლე მსახიობის გარდაცვალების შემდეგ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი