ქვევრის ღვინის ბუმი საქართველოში - ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვი დღითიდღე იზრდება

ქვევრის ღვინის ბუმი საქართველოში - ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვი დღითიდღე იზრდება

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მკვეთრად იმატა ქვევრის შესაძენად ჩამოსული უცხოელი მეღვინეების რიცხვმა. ჩვენი ქვეყნიდან ასეულობით ქვევრი წაიღეს იტალიელმა, გერმანელმა, ფრანგმა, ხორვატმა და სლოვენიელმა მეღვინეებმა. განსაკუთრებულ ინტერესს, ყველაზე მეტად, იტალიელი მეღვინეები იჩენენ. იტალიის ბაზარზე დიდი ხანია, რაც ქართულ ქვევრში დაყენებული ღვინო გასაყიდად გავიდა. ღვინის ბოთლებს კონკრეტ-ეტიკეტზე მითითებული აქვს, რომ ღვინო ქვევრშია დაყენებული. აქვე გასახსენებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობდა გაბატონებული აზრი, რომ ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე გასატანად საჭირო იყო ღვინის ეგერთ წოდებული ”ევროპული წესით” დაყენება.

უცხოელების უმრავლესობა საქართველოდან წაღებულ ქვევრში დაყენებული ღვინის ეტიკეტზე პატიოსნად უთითებს, რომ ღვინო ქართულ ქვევრშია დაყენებული. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც, გარკვეული მიზნებისთვის, თავს არიდებენ ქვევრის იდენტურობის მითითებას.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი