პალიტრა მედიის ორგანიზებული ვორკშოპი, სადაც ციფრული მარკეტინგის ინოვაციურ მეთოდებს გაეცნობით

პალიტრა მედიის ორგანიზებული ვორკშოპი, სადაც ციფრული მარკეტინგის ინოვაციურ მეთოდებს გაეცნობით

"ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" - სწორედ ეს არის ვორქშოპის მთავარი თემა, რომელიც ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, 16:00 საათზე "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში "პალიტრა მედიის" ორგანიზებით გაიმართება.

თანამედროვე სამყაროს განვითარების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ტრადიციული მეთოდები და საშუალებები ნაკლებად ეფექტური ხდება. ეს პროცესი გარდაუვალია და ცხოვრებისა თუ საქმიანობის ყველა მიმართულებას ეხება. ასე მოხდა ციფრული მარკეტეინგის შემთხვევაშიც. სარეკლამო ინდუსტრიის ტრადიციული ხერხებით სასურველი მიზნის მიღწევა უკვე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ შეიქმნა ინოვაციური ხერხები და მეთოდები, რომლებსაც მსოფლიოს წარმატებული კომპანიები იყენებენ.

სწორედ ამ ხერხებისა და მეთოდების შესახებ იქნება საუბარი ვორკშოპზე "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები".

პრეზენტაციაზე მოწვეულ სპიკერებად წარსდგებიან სარეკლამო სფეროს წარმატებული წარმომადგენლები: საერთაშორისო ორგანიზაცია Gemius-ის გაყიდვების დირექტორი -მიშელ ვლოდარციკი, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე, ლევან ტაბატაძე - ვებდიზაინერი და "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი.

თითოეულ სპიკერი 15 წუთის მანძილზე წარსდგება პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ვორქშოპს 100-მდე მოწვეული სტუმარი, სხვადასხვა კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი