კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:54 / 12-10-2017
ნანი ბრეგვაძემ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე ცრემლები ვერ შეიკავა -"არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო"
"ლიკა იყო არაჩვეულებრივი, მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას, ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული", - ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე განუცხადა.

მისი თქმით, ლიკა ქავჟარაძე არასდროს ამბობდა, რომ იყო ცუდად, თუმცა მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახლობლებს ინფორმაცია ჰქონდათ. "ლიკა იყო არაჩვეულებრივი. მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას. ამ ბავშვმა ყველას გაგვიხეთქა გული. ის არასდროს ამბობდა, რომ ცუდად იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ ის მაინცდამაინც კარგად არ იყო. საშინელებაა, რაც ახლა მოხდა", - აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

ლიკა ქავჟარაძის მეჯვარის, ხათუნა ოჩიაურის განცხადებით, მიუხედავად მძიმე წუთებისა, მას ლიკასთან ერთად გატარებული საუკეთესო პერიოდი ახსენდება. მისივე თქმით, მსახიობი, მიუხედავად მისი წარმატებისა და აღიარებისა, ყოველთვის იყო მორცხვი და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა მეგობრები.

"ძნელია, მაგრამ ახლა მხოლოდ ის დრო მახსენდება, როდესაც უდარდელად ვცხოვრობდით. ლიკა იყო ძალიან მორცხვი, თავმდაბალი. ის არ გრძნობდა თავის სილამაზეს. ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი", - აღნიშნა
ხათუნა ოჩიაურმა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის სახლთან მსახიობები, რეჟისორები და რიგითი მოქალაქეები მიდიან, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ.

11 ოქტომბერს ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულით გამოწვეული პრობლემები იყო. მსახიობს 14 ოქტომბერს, 12:00 საათზე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. სამინისტროში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, სად დაასაფლავებენ მსახიობს.

ასევე ნახეთ: ფოტოამბავი - ლიკა ქავჟარაძის ქორწილი, მეჯვარეები ეკა მამალაძე და ხათუნა ოჩიაური
You must have Flash Player installed in order to see this player.
11:07 / 13-10-2017
kacma rom Tqvas.
0
კაცმა, რომ თქვას, არ არის საჭირო ეს თქვენი არაფრის მთქმელი ცრემლების ღვარღვარი. სანამ ცოცხალი იყო არვის არ გახსოვდათ. გაიხედ-გამოიხედეთ, რამდენი ლიკაა თქვენს გარშემო. თქვენ როდესაც გიჭირდათ და ღებულობდით სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდიდან დახმარებებს 20-25წლის განმავლობაში, არასოდეს არ გითქვამთ, მოდი ეხლა სხვას დავეხმაროთო. (არ გაძღა ეს თქვენი "მე მინდა"). რადგან უმადურობა თქვენი ცხოვრების სტილია და თანაც ამ უმადურობით ამყობთ. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთი ადვილად გაიმეტოთ, გული ატკინოთ და მერე ისევ ერთმანეთს შეეჯიბროთ, ვის უფრო მეტად უყვარდა თურმე, ის ადამიანი, რომელიც თქვენ გარიყული გყავდათ სიციცხლეში, მხოლოდ იმიტომ რომ ის თქვენზე მაღლა იდგა. რადგან ის არავი აწუხებდა თავისი "მე მინდათი". გულზე ხელი დაიდეთ (თუ გაქვთ საეთოდ, ან თუ იცით რისთვისაა საჭირო გული.) და თქვით, მინიმუმი მაინც თუ გაიღეთ, საყვარელი ადამიანისთვი.
ისე კაცმა რომ თქვას, როდესაც ღიად თუ შეფარულად ლაპარაკობ ქალზე რომელიც გიყვარდა როგორც ქალი, (ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა საუბარი), მაშინ არ უნდათქვა რომ ამ ქალს ვერ არჩევდი დებისგან.
10:37 / 13-10-2017
ნ.
0
მერე ვერ ატყობდით თუ მეგობრები იყავით?
მსგავსი სიახლეები
არავინ იცის, სად მთავრდებოდა ამ ამბებში სიმართლე და სად იწყებოდა ლეგენდა...
70-იანი წლების ბოლო და 80-იანების დასაწყისი ქართული კინოსთვის მნიშვნელოვან წლებად შეიძლება ჩაითვალოს
+PHOTO მსახიობის ხსოვნას პატივი მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს
ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა
"პირველად "ნატვრის ხე" რომ ვნახე, სახლში ნახევრად ფერადი ტელევიზორი გვქონდა"
+PHOTO|VIDEO მსახიობის პანაშვიდზე ზაზა კოლელიშვილი და სოსო ჯაჭვლიანი ერთად მივიდნენ
+PHOTO ვაკის სამების ტაძარში ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდი მიმდინარეობს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:00 / 21-11-2017  Image ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
"როსავიაციის" უფროსის თქმით, - "აეროპორტის ყველა თანამმშრომელი ფხიზელი უნდა იყოს"
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49