კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:03 / 13-10-2017
უბანი თბილისში, სადაც თამარ მეფემ იქორწინა - უცნობი ფაქტები დიდუბის შესახებ
ვაგრძელებთ თბილისი უბნების ისტორიას... ამჯერად დიდუბეზე შევჩერდებით.
დიდუბე 1870-იანი წლებიდან ქალაქის ნაწილია. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მოიცავს წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებს. სახელწოდება წარმოდგება "დიდი დუბე-"დან ანუ დიდი ვაკე. წყაროების მიხედვით, ამ ადგილის უძველესი სახელწოდება - "ცხენის ტერფი" (V საუკუნე) იყო. ვახუშტი: "ტფილისის ჩრდილოთ არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა "ცხენის ტერფი".

XIX საუკუნეში, ახლანდელი სამტრედიის ქუჩის ადგილას გერმანელთა ახალშენი, სოფელი ალექსანდერდორფი გახლდათ. ისტორია კი ასეთია: 1817-1818 წლებში რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ფავორიტის, ბარონესა კრუდნერის აქტიური მონაწილეობითა და მფარველობით საქართველოში 500-ზე მეტი ვიუტებერგელი და ბადენელი ოჯახი ჩამოასახლეს. შეიქმნა გერმანელთა შვიდი ახალშენი. ნაწილი დასახლდა კუკიაზე, დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და მარჯანიშვილის ქუჩის მიდამოებში, ნაწილს კი დიდუბეში მისცეს სახაზინო მიწები, სადაც შეიქმნა გერმანელთა დასახლება, რომელსაც ალექსანდრე პირველის პატივსაცემად, ალექსანდერდორფი ეწოდა.
იმავე პერიოდში ამ ტერიტორიაზე სოფელი დიდუბეც არსებობდა. როგორც ქალაქის განაპირა სოფელი XVII-XVIII საუკუნეებში დიდუბე თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე (1772 წელი) დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევებია აღნიშნული.



XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან და მტკვრიდან გამოყვანილი რუები, რომლითაც ბაღებს რწყავდნენ.

1872 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზამ დიდუბე ორ ნაწილად გაჰყო. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს ნაძალადევი (ნახალოვკა) ეწოდა, რკინიგზასა და მუშთაედს შორის დარჩენილი ტერიტორია დიდუბედ დარჩა...

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, დიდუბეში იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია, სადაც 1188 წელს თამარ მეფემ დავით-სოსლანზე იქორწინა. XII საუკუნეში დიდუბეში მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია ყოფილა.

გაზეთი "ივერია" (1888 წელი): "...მუშტაიდის ქვემოთ, დიდუბეში საცა ლორთქიფანიძის ტრამვაი, აღმოსავლეთისაკენ, წვიმას ჩაუხრამავს და ამის შემდეგ აქ გაჩენილა ხვრელები, ხალხი ჩასულა ფარნებით, უნახავთ გასასვლელები და ოთახები. ერთი გასასვლელი მიდიოდა თურმე დიდ ოთახში, რომელსაც თაღი და იატაკი აგურისა ჰქონია. როგორც სჩანს, ამ ნაგებობას დიდძალი ხალხი მიუზიდავს და წესრიგის დასაცავად პოლიციაც კი დაუყენებიათ, რათა აღეკვეთად ამ ნაგებობაში შესვლა. ეს არის და ეს. ამის შემდეგ ამ ნანგრევების შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება და არც არავინ იცის, თუ რა ნაგებობის ნაშთი იყო ეს."
შესაძლოა, აქ სწორედ მეფის სასახლის ნაწილზე იყოს ლაპარაკი...


XX საუკუნის დასაწყისში გაზეთ "ივერია" წერდა: "დიდუბე წარმოადგენს ოთხკუთხ ალაგს ანუ საბაღოსნო სკოლის ადგილიდან ვიდრე დიდუბის ეკლესიამდე და შემდეგ კოლონიამდე. სულ შეიცავს სამ ვერს სიგრძეს, სიგანეს კი დიდუბის ქუჩიდან, სადაც დიტრიხის ლუდხანია, ვიდრე რკინიგზის ლიანდაგამდე ერთ ვერსს. ეს კვადრატი იყოფა სამ ქუჩად: 1) მუშტაიდის გასასვლელი, განაპირა ადგილი მტკვრის მხრივ: 2) ელისაბედისა, რომელიც შუა ჰყოფს დიდუბეს; 3) ანდრეევისა, რკინიგზის ლიან
დაგის მახლობლად."



1867 და 1910 წლების ქალაქის გეგმის მიხედვით, დიდუბის მთავარი გასასვლელი ქუჩა ელისაბედის სახელობისაა, რომელსაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლლების დამყარების შემდეგ, ბრძოლის ქუჩა ეწოდა, ხოლო ქალაქის საბჭოს 1958 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - აკაკი წერეთლის სახელობის პროსპექტი.

დიდუბის ველები გამოიყენებოდა ცხენოსნობისთვის, სადაც XIX საუკუნეში ჯირითი და სხვადასხვა აღლუმი იმართებოდა. 1848 წელს დიდუბეში პირველი ოფიციალური შეჯიბრი (დოღში) გაიმართა, 80-იან წლებში კი, ამ ადგილებში იპოდრომი აშენდა, საიდანაც 1910 წელს ცნობილმა რუსმა მფრინავმა უტოჩკინმა საჩვენებელი გაფრენა განახორციელა.



დიდუბის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის ეზოში გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა პანთეონი XIX საუკუნეში გაშენდა.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
22:36 / 13-10-2017
alika
0
სულ მაინტერესებდა, თუ სად იყო თბილისში ბაგრატიონების სასახლე...
მსგავსი სიახლეები
სად გაიზრდება და სად შემცირდება უძრავი ქონების ფასები, როგორი იქნება თბილისის უბნების პრესტიჟულობა?
თვითმხილველების თქმით, ნგრევისა და ყვირილის ხმა გაიგეს
+VIDEO| სოხუმის ქუჩაზე შენობის დემონტაჟი ხორციელდებოდა, რა დროსაც ის ჩამოიგრა
"მეორად ბინებზე მოთხოვნის შემცირებამ ფასები გაიაფა"
დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია
ეკლესია 14 მაისს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
წელს ახალი ტენდენცია წამოვიდა და მოთხოვნა ახალ აშენებულ ბინებზე უფროა, ვიდრე ძველზე
თამარის ეპოქაში საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, ფულის კურსიც მტკიცე ჰქონდა
"ჩემ მიერ განსახიერებული თამარი ახალგაზრდა, ძლიერი, ენერგიული, სინანულში მყოფი პიროვნებაა"
+VIDEO "მისი ხმის ტემბრი, გარეგნობა, მანერები, მისაღები იყო იმისთვის, რომ თამარის დამაჯერებელი სახე შეექმნა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49