კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:35 / 13-10-2017
"ხელ-ფეხი უკვე აამოძრავა, წამოდგომა ჯერ არ შეუძლია" - რა მდგომარეობაშია ზურა ვადაჭკორია მძიმე ავადმყოფობიდან 8 თვის შემდეგ
"იმედი მაქვს, რომ კიდევ უკეთესად იქნება," - გვეუბნება მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიმი ვადაჭკორია.
8 თვე გავიდა მას მერე, რაც ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია ინსულტის მძიმე დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. ოჯახს და ექიმებს იმედი არ ჰქონდათ, რომ პაციენტი ამ მდგომარეობიდან გამოვიდოდა, თუმცა როგორც ვადაჭკორიები ამბობენ, სასწაული მოხდა.
"ამ ეტაპზე უკეთესობაა იმ მხრივ, რომ მანამდე ხელ-ფეხს საერთოდ ვერ ამოძრავებდა, არადა, მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა," - გვეუბნება მიმი.

- მოძრაობა დამოუკიდებლად ჯერ არ შეუძლია, რაც წარმოუდგენელიც არის. მასაჟები აქამდე იმისთვის უკეთდებოდა, რომ ხელ-ფეხი აემოძრავებინა. ნელ-ნელა ფეხზე წამოსადგომ მასაჟებსაც დავიწყებთ... ამ წუთისთვის უკვე ჯდება, თავს დამოუკიდებლად იჭერს, რასაც ვერ ახერხებდა...

- ეტლით სარგებლობს?
- გარეთ თუ გავიყვანთ, ეტლი იმ შემთხვევაში სჭირდება, ჯერჯერობით გარეთ გასვლის სურვილი თვითონ არ აქვს.

- განწყობა როგორი აქვს?

- იმედიანად არის, სჯერა, რომ კარგად იქნება და მაყურებლის წინაშე ისევ წარდგება. იმასაც ამბობს, რომ რას ვიზამთ, - ცხოვრება ასეთი ყოფილა...

- გამოდის, იცის, რაც დაემართა, ხომ?
- იცის, რომ ინსულტი ჰქონდა, მაგრამ ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი დიდად არ სიამოვნებს... კარგად გავხდები და ისევ ისეთი ვიქნები, როგორიც ვიყავი. თუ არა და არც ეგ არის პრობლემა, ჩემი სახელი ისტორიაში უკვე შევიდა, რითაც შვილიშვილები იამაყებენო.

ძველი ამბები უფრო აღიდგინა, ოღონდ, მომენტებში ჩავადნები აქვს. მეგობრები ხშირად ურეკავენ და ნახულობენ, რაც დიდად ახარებს.

ყველას ჩვეულებრივად ელაპარაკება, ამბებს ეკითხება, - როგორ ხართ? რა ხდება ჩვენ სფეროში? იმ დღეს ზურა დოიჯაშვილის დაბადების დღე იყო, შევახსენე. დარეკე ზურასთან, მივულოცავო, - მითხრა... ვისაც ესაუბრება, ყველას ჯანმრთელობას უსურვებს და ურჩევს, ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

- ვიცი, რომ ავადმყოფობის პირველივე დღიდან მას მეუღლე, შენი დედიკო გვერდიდან არ მოცილებია და მისი ერთადერთი მომვლელია...
- კი, დედა უვლის და ალბათ იშვიათია,
რასაც ის მამასთვის აკეთებს. ეს ენით აუწერელი ზრუნვაა. დედაჩემისნაირი ადამიანები ვფიქრობ, იშვიათად არიან... ბევრჯერ დამისვამს კითხვა საკუთარი თავისთვის - ნეტავ, ამდენს თუ შევძლებ-მეთქი? მიუხედავად იმისა, რომ მამა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს...
მიჭირს ზურიკოს ამ მდგომარეობაში დანახვა, ამ ამბავთან შეგუება, მაგრამ იმითაც ბედნიერი ვარ, რომ შედარებით კარგად არის. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ცუდისთვის არ გაიმეტა და იმედი მაქვს, რომ ძველებურ ზურიკოსაც მალე ვიხილავ...

ეს ყველაფერი კი უამრავი ადამიანის დამსახურებაა. დღემდე გვერდში გვიდგანან. ამიტომ, მთელი ოჯახის სახელით ყველას დიდი მადლობა. მადლობა "სისხლის ბანკის" ხელმძღვანელს დათო ლოლიაშვილს, დავით ნარმანიას, ქალაქის მერს, ისე გვიდგას მხარში, გაოცდებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა დროსაც უნდა მივწერო, რომ არ მიპასუხოს, შეუძლებელია. გვეხმარება ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ასევე ჩვენი რაიონის დეპუტატი რიმა ბერაძე, მადლობა ზურას მეგობრებს - ბადრი ჯიქიას და დათო სიხარულიძეს.

იმდენი ხალხია მამაჩემის მდგომარეობით შეწუხებული და ისე ზრუნავენ მასზე, რომ სხვა გზა არც არსებობს, რომ ზურა კარგად არ იყოს!

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
17:14 / 13-10-2017
ფისო
0
მიხარია და მალე სცენაზე დადგომას ვუსურვებ ბატონ ზურა!.
ისე, კარგი იქნება თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირები ყველა მასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმრთაც ასეთი გულისხმიერები რომ იყვნენ!
მსგავსი სიახლეები
"დედასთვის უთქვამს: ოჯახს ხელებით ვინახავ და ახლა რა ვქნა, ხელები რომ არ მემორჩილებაო?"
აპარატიდან მთლიანად არ არის მოხსნილი, ამიტომ რეანიმაციაში რჩება
"გონებას კარგავდა და ექიმებმა ნარკოზულ მდგომარეობაში გადაიყვანეს"
"კონტაქტური იყო სასწრაფოს მოსვლის დროს, მაგრამ ახლა ძალიან მძიმედ არის"
"თუ ხვდე­ბი, რომ ცივ­დე­ბი, იღებ თი­თო ცალ გრე­იპ­ფ­რუტს, ფორ­თო­ხალ­სა და ლი­მონს"
სახელი უჩვეულო ილეთებით გაითქვა, რომლის ამოცნობა ჯერჯერობით ვერავინ შეძლო
მანქანაში 11 მგზავრზე მეტი არ უნდა იჯდეს, მაგრამ რამდენს სვამენ მძღოლები და როგორ ტენიან მანქანას
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49