ბიძინა ივანიშვილი ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე (ფოტო)

ბიძინა ივანიშვილი ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე (ფოტო)

ვაკის სამების ტაძარში, სადაც მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სამოქალაო პანაშვიდი მიმდინარეობს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. ივანიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

ნახეთ ასევე: ლიკა ქავჟარაძის ვაჟი, მეგობრები და კოლეგები მსახიობის პანაშვიდზე - ფოტორეპორტაჟი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი