”პატრიარქს ვუსურვებ დიდ ხანს მეუფებას!”-გიორგი კვირიკაშვილი მცხეთაში საზეიმო წირვას დაესწრო

”პატრიარქს ვუსურვებ დიდ ხანს მეუფებას!”-გიორგი კვირიკაშვილი მცხეთაში საზეიმო წირვას დაესწრო

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მცხეთიდან მიულოცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში იმყოფებოდა, სადაც წირვას დაესწრო. ლიტურგიის დასრულების შემდეგ პრემიერმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში 1977 წლის 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრება მოხდა.

"მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ეს არის მე-40 სვეტიცხოვლობა მისი პატრიარქობის და მას პირველ რიგში, ვუსურვებ დღეგრძელობას და საქართველოს – ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფებას. ამ ქვეყნისთვის ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი. მე მინდა ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და უკეთესი მომავალი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი