ულამაზესი მსახიობის უკანასკნელი გზა - ფოტორეპორტაჟი ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვიდან

ულამაზესი მსახიობის უკანასკნელი გზა - ფოტორეპორტაჟი ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვიდან

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. დღეს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ვაკეში მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობის ხსოვნას პატივი მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს.

58 წლის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი 45 დღეში გახდება ცნობილი. მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ლიკა ქავჟარაძე საკუთარი ნამუშევრების პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. მეგობრების გადაწყვეტილებით, მიუხედავად ტრაგედიისა, აღნიშნული გამოფენა ვაკის არტ-გალერეაში 19 ოქტომბერს მაინც გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

ფოტო: გიორგი ჟამირაშვილი

ასევე ნახეთ: "გედია" და "შეთე" "მარიტას" უკანასკნელ გზაზე აცილებენ - ფოტოამბავი ვაკის სამების ეკლესიიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი