"ღვინის ფესტივალი" შესაძლოა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს

"ღვინის ფესტივალი" შესაძლოა, მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფიქრობს, რომ "ღვინის ფესტივალი" მთელი ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდეს.

როგორც მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება მსგავს ინიციატივებს, რომელიც ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

"ეს არის ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც ერთი მხრივ "მეიდან ჯგუფი", მეორე მხრივ "პალიტრა ჯგუფია". სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ასეთ ინიციატივას. ეს არის ძალიან კარგი ღონისძიება ღვინის კვირეულის ფარგლებში, რომელიც უკვე ტრადიციად მკვიდრდება. მეოთხე წელია ტარდება ოქტომბრის დასაწყისიდან პირველი დღეების განმავლობაში. სიმბოლურიც არის, რომ ოქტომბერს საქართველოში ღვინობისთვე ჰქვია. ვფიქრობ, Wine Fest-ი ღვინის კვირეული უფრო მასშტაბურ ღონისძიებებში გადაიზარდოს და მთელი ღვინობისთვე გაგრძელდეს საქართველოში.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა შარდენის ქუჩიდან

ეს ღონისძიებები, ერთი მხრივ, ადგილობრივ დონეზე ღვინის კულტურის ამაღლებას, მეორე მხრივ თბილისის ვიზიტორებში პოპულარიზაციას გაზრდის. ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა, რომელიც პარალელურად არსებობს - "10 ღვინო, რომელიც უნდა დავლიოთ". იმისთვის, რომ ღვინისმცოდნეობა და ღვინის ცნობადობა გაიზარდოს ქვეყანაში, ღვინის შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ. ღვინო არის კულტურა და არა მხოლოდ დასალევი. ბევრი ასეთი ღონისძიება უნდა არსებობდეს ქართული ღვინის ცნობადობის შესაქმნელად და ყველა ამ ინიციატივას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"ღვინის ფესტივალი" შარდენის ქუჩაზე დილიდან იმართება და 19:00 საათამდე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა იმართება. 40-მდე მწარმოებელი ერთ თეთრ და ერთ წითელ ღვინოს წარადგენს და ბრმა დეგუსტაციის საფუძველზე სახალხო ხმის მიცემა იწარმოებს. შემდეგ ეტაპზე ხმის მიცემა ონლაინ იქნება.

საბოლოოდ, ხალხის რჩეულებიდან 10 საუკეთესო ღვინოს კვალიფიციური სომელიეების გუნდი გამოავლენს.

ნახეთ მეტი ფოტო ქართული ღვინის ფესტივალიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი