რატომ იწარმოება საქართველოში ქარხნებზე მეტი ღვინო ოჯახებში

რატომ იწარმოება საქართველოში ქარხნებზე მეტი ღვინო ოჯახებში

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ღვინოს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს „ინკლუზიურ ზრდას“, ე.ი. ზრდას, რომლის დროსაც, სარგებელს არა მხოლოდ მეწარმეები და წარმოებაში უშუალოდ ჩართული პირები იღებენ (როგორც ეს ხშირად თან სდევს ეკონომიკურ აქტივობებს განვითარებად ქვეყნებში). ეს მსჯელობა ემყარება იმ ფაქტს, რომ სოფლად, განსაკუთრებით კი კახეთში, მევენახეობა შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქართული ღვინის კომპანია თავად ფლობს ვენახებს და ყურძენს იქიდან იღებს, სხვები ყურძენს, ძირითადად, საოჯახო მეურნეობებიდან ყიდულობენ. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 2-3-ჯერ მეტი ღვინო იწარმოება ოჯახებში, ვიდრე ღვინის ქარხნებში. ეს ნიშნავს, რომ თუ ქართული ღვინის მოთხოვნა და ფასი გაიზრდება, ღვინის ქარხნებს შორის კონკურენცია გაზრდის ყურძნის ფასსაც. ამ გზით, მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია პირდაპირ აისახება ქართველი მევენახე გლეხების შემოსავალზე. გარდა ამისა, გაიზრდება ღვინის მწარმოებელი კომპანიებიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი