"ვფიქრობ, კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს" - თემურ ჭყონია

"ვფიქრობ, კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს" - თემურ ჭყონია

25 წელზე მეტია, რაც თემურ ჭყონია აქტიურად არის ჩართული ბიზნესში და კარგად იცნობს ქართული ბიზნესის ყველა ნიუანსს. თბილისის მერის არჩევნები და მერობისთვის მერძოლი კანდიდატები, ქართულ პოლიტიკაში არსებული ხარვეზები და გამოწვევები, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების მართვა, კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობა და მის ბიზნესებში არსებული სიტუაცია - ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ბიზნესმენი თემურ ჭყონია გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" ინტერვიუში საუბრობს:

კალაძე, როგორც ბრენდი

- როგორ შეაფასებდით თბილისის მერის არჩევნების მიმდინარე პროცესებს და, ზოგადად, მერობის კანდიდატებს? თქვენი აზრით, ვის აქვს გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი და რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დადგება თბილისის ახალი მერი?

- საარჩევნო პროცესში ყველაზე ცუდი არის ის, რომ მერობის კანდიდატები გამოდიან პარტიული იდეოლოგიით და არა - საკუთარი იდეოლოგიით დატვირთულები. რეალურად, ჩვენ ახლა ვირჩევთ კანდიდატს, რომელიც უფრო უკეთ მოუგებს მეორე კანდიდატს დებატებში ან საუბარში, მაგრამ ამ ყველაფერმა მოსახლეობის მომავალზე დიდი გავლენა შესაძლოა არც იქონიოს.

პირადად მე მაინტერესებს ერთი იდეოლოგია, ჩემთვის მნიშვნელოვანია პროგრამა, რომელიც აგებულია კერძო საკუთრებაზე, თავისუფალი ბაზრის სისტემაზე და იმ კულტურლ საწყისებზე, რაც დედაქალაქისთვის არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია ტურიზმის საკითხთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება აქვს კანდიდატს, ქალაქი როგორ განვითარდება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია როგორ მოხდება და არსებული ტრადიციები როგორ გაძლიერდება...

რაც შეეხება კანდიდატებს, პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მე კატეგორიულად გამიჯნული ვარ ყველა პოლიტიკური პარტიისგან, ამიტომ გეტყვით ჩემი, როგორც ერთი რიგითი ამომრჩევლის აზრს. მერობის თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ბექგრაუნდი, ყველა განათლებულია, სიმპათიური, თუმცა ძირითადად, ერთმანეთის მსგავსი პროგრამებით და სლოგანებით გამოდიან. შესაბამისად, უნდა ვნახოთ, ვინ უკეთესი შემსრულებელია, ვის მეტი გამოცდილება და უნარები აქვს. მე ნამდვილად ვერ დავახასიათებ ყველას, მაგრამ ერთმანეთს რომ შევადარე, მონაცემების მიხედვით, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატი მაინც კახა კალაძეა. შესაბამისად, მასზე გავამახვილებ ყურადღებას.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ხშირად ვკითხულობ ფეხბურთელების ისტორიებს, შესაბამისად, კარგად ვიცი თუ რა შრომაა საჭირო იმისათვის, რომ გახდე მაღალი დონის ფეხბურთელი. ვფიქრობ, კახა კალაძე რაც დაიბადა, მას შემდეგ სულ შრომობს. მან საკმაოდ ბევრი იშრომა, რომ მოხვედრილიყო "სამტრედიაში", შემდეგ ადგილი დაიმკვიდრა თბილისის "დინამოში", სადაც იმხანად საკმაოდ კარგი თაობის ფეხბურთელები იყვნენ, გადაინაცვლა უძლიერეს კლუბ კიევის "დინამოში" და მოხვდა ლობანოვსკისთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მწვრთნელის სახელით იყო ცნობილი და მის ძირითად გუნდში მოხვედრა ურთულეს რამეს წარმოადგენდა. და ბოლოს, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი "მილანი" - ანჩელოტი, ბერლუსკონი… მას მილიონობით გულშემატკივრის ბედი ებარა და მათი მიზნები უნდა გაემართლებინა. იქაც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა, ორჯერ გახდა კიდეც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მრავალი იტალიური ტიტულიც მოიპოვა.

ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო კახის დიდ შრომაზე და მიზანდასახულობაზე - ამხელა წარმატებას მხოლოდ ნიჭით ნამდვილად ვერ მიაღწევ განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი