დღის ფოტო: აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვა ძმათა სასაფლაოზე

დღის ფოტო: აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების დაკრძალვა ძმათა სასაფლაოზე

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილთა ახლობლებს დევნილთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მიმართეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი კი სხვადასხვა ადგილას, მათ შორის რუსთავში, ქობულეთში და ორი თბილისში დაკრძალეს.

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან სულ 25 პირი ჩამოასვენეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი