"ნამდვილი სამოთხე, რომლის შესახებ ბევრს არაფერი სმენია" - ტყიბულის რაიონში ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს

"ნამდვილი სამოთხე, რომლის შესახებ ბევრს არაფერი სმენია" - ტყიბულის რაიონში ულამაზესი კანიონი აღმოაჩინეს

ტყიბულის რაიონის სოფელ ძმუისში, მდინარე ლეხიდარზე კანიონი აღმოაჩინეს, რომელსაც უცხოეთიდან უკვე მოჰყვა დაინტერესება. კანიონის შესახებ კლუბ "თეთნულდის" წევრი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგი ირაკლი ჯულაყიძე გვესაუბრა...

- ხუთი წელიწადია უკვე მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" ოფიციალურად არსებობს, თუმცა მანამდეც დავდიოდით ექსპედიციებში... სწორედ ჩვენ ვნახეთ რაჭაში უნიკალური მღვიმე, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და მედიამ ფართოდ გააშუქა. საქმეში მსოფლიო მასშტაბით სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიც ჩაერთვნენ.

ფოტოგრაფი იყო ჩამოსული, ასევე იყვნენ ჩეხი სპეციალისტები... ნიუ-იორკის ინსტიტუტის სპეციალისტის თქმით, ასეთი მღვიმე მსოფლიოში მეორე არ არის ჯერჯერობით აღმოჩენილი...

400 წლის შემდეგ კოდის ციხეზე პირველები ჩვენ ვიყავით ახლახანს, ბატონ ბუბა კუდავასთან ერთად. აქტიურად ვმუშაობთ კანიონების მიმართულებით!

იტალიელებთან ერთად, თავიდან ბოლომდე გავიარეთ ტყიბულის რაიონში მდინარე ლეხიდარის ხეობაში არსებული ულამაზესი კანიონი, რომლის თაობაზეც ადგილობრივების გარდა არავისთვის არაფერი იყო ცნობილი. ძმუისის კანიონი, ასე ეძახიან ძმუისელები, ულამაზესია და ტურისტული თვალსაზრით დიდი პერსპეტივა აქვს. გადავიღეთ კანიონის ვიდეო და ფოტომასალა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა National Geographyc-ის ფოტოგრაფი... ეს ძალიან საინტერესო კანიონი გახლავთ... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი

8 ნოემბერს HR hub-ის ღონისძება HR Nights ჩატარდება

"მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - საპატრიარქო ანიტა რაჭველიშვილის შესახებ არქიმანდრიტ ბართლომეს კომენტარს ეხმაურება