მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!

მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!

მზრუნველი დედები არასდროს აძინებენ ბავშვებს გვიან. ეს ძალიან სახიფათოა მათთვის. ძილი ნებისმიერი ადამიანისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნაა, ბავშვისთვის კი - ძალიან სასარგებლო.

როდის წვებიან ბავშვები დასაძინებლად?

პრობლემა იმაშია, რომ სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება ბავშვის თავის დროზე დაძინება, რადგან მათ არ სურთ სმარტფონთან, პლანშეტთან თუ კომპიუტერთან განშორება. ამ მოწყობილობების ნათურების ციმციმი ბავშვის ტვინში აგზავნის სიგნალს, - "ჯერ ადრეა დაძინება" და იმის მაგივრად, რომ პატარამ დაიძინოს, დაისვენოს და მეორე დღისთვის ძალები მოიკრიბოს - ფხიზლობს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვები, რომლებიც გვიან იძინებენ, მოუსვენარი და გაღიზიანებულები არიან. მათ უჭირთ კონცენტრირება და სწავლების პროცესში სიძნელეებს აწყდებიან. ეს არ არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე მნიშვნელოვანია ბავშვის დროული დაძინება.

მცირე ასაკში ორგანიზმი ყოველდღიურად კი არა, საათობრივად იზრდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. არსებობის პირველ წლებში პატარები სწრაფი ტემპით უზარმაზარ ინფორმაციას იღებენ და ისეთ თვისებებს იძენენ, რაც დიდი ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი კი ზრდის ჰორმონის დახმარებით კეთდება, რომელიც ორგანიზმში დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ გამოიყოფა და ძირითადად მხოლოდ ღამე მოქმედებს. საუკეთესო დრო ამ ჰორმონის გამომუშავებისთვის -შუა ღამეა. თუ ბავშვმა გვიან (9 საათის მერე) დაიძინა, ირღვევა ჰორმონის გამომუშავებაც და მცირდება მის მიერ შესასრულებელი ფუნქციის დროც. შესაბამისად, შესაძლოა შემცირდეს ბავშვის ფიზიკური აქტივობა ან პირიქით, გაიზარდოს და ჰიპერაქტიული გახდეს, რადგან ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური მდგრადობაა დარღვეული. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ ღამის საათებში ბავშვის ორგანიზმმა დაისვენოს და ამაში მას მთელი ოჯახი უნდა უწყობდეს ხელს.

10 მცნება "ბავშვის ოქროს ძილისათვის"... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ