ლია გიგაური - თუ დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, ის ამ პროფესიიდან უნდა წავიდეს

 ლია გიგაური - თუ დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, ის ამ პროფესიიდან უნდა წავიდეს

თუ დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, არანაირი სხვა სანქცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ის ამ პროფესიიდან უნდა წავიდეს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სკოლის პერიმეტრზე მოსწავლეთა მიმართ, ფიზიკური ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და განათლების სამინისტრო მსგავს ფაქტებზე მყისიერად რეაგირებს.

"სკოლის შიგნით, სადაც არიან მანდატურები და გვყავს შესაბამისი მიმართულებით პასუხისმგებელი პირი, ფიზიკური ძალადობა მინიმუმამდეა ჩამოყვანილი და ყველა ის თითზე ჩამოთვლილი შემთხვევა, რაც მოხდა, არის აღმოფხვრილი. წელს, თუ არ ვცდები, 4 პედაგოგია ამის გამო გათავისუფლებული. თუ დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, ამ შემთხვევაში არანაირი სხვა სანქცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ის ამ პროფერსიიდან უნდა წავიდეს. თუ არის უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნები, ასეთ შემთხვევაში საკითხს შესაბამისი ორგანოები სწავლობენ და შესაბამისი რეაგირება იქნება", - განაცხადა ლია გიგაურმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი