საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სამი ფერის ბიულეტენს მიიღებს

საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი სამი ფერის ბიულეტენს მიიღებს

21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი 3 ბიულეტენს - ღია ცისფერს, ვარდისფერს და ღია მწვანე ფერის ბიულეტენს მიიღებს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ანა მიქელაძის განმარტებით, ამომრჩეველი პარტიას ან ბლოკს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს და მერს აირჩევს.

"ღია ცისფერი ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის, რითაც ამომრჩეველი საარჩევნო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს აირჩევს. ვარდისფერი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად. ღია მწვანე ფერის ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის მერის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი