როგორ იპოვა პაატა იმნაძემ 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული - "თაფლობის კვირა პორტუგალიაში გვქონდა"

როგორ იპოვა პაატა იმნაძემ 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული - "თაფლობის კვირა პორტუგალიაში გვქონდა"

მისი სახელი ჩვეულებისამებრ, ახალ ვირუსთან, ბაქტერიასა და მათთან ბრძოლის მეთოდებთან ასოცირდება. ამ სტატიაში კი მინდა, სულ სხვა კუთხით დაგანახოთ პაატა იმნაძე - როგორი მეოჯახეა, როგორი მამა და როგორ იპოვა 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული ხათუნა გოგელიას სახით, რომელზეც ერთი თვის წინ იქორწინა.

- ხათუნა 1989 წელს, შობის დღესას­წაულზე, მეგობრის ოჯახში გავიცანი. მაშინ 36 წლის ვიყავი, ხათუნა 24-ის. ლენინგრადიდან იყო ჩამოსული, სადაც ასპირანტურაში სწავლობდა. იმ საღამოს სახლში გავაცილე. შემდეგში მეტწილად სატელეფონო ურთიერთობა გვქონდა, იმიტომ, რომ მალევე დაბრუნდა ლენინგრადში.

მძიმე პერიოდი იყო, ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და 9 აპრილის კომისიაში ვიყავი გაერთიანებული. დატვირთული გრაფიკი მქონდა. ისე მოხდა, რომ ლენინგრადის მერე უნგრეთში გადაწყვიტა საქმიანობის გაგრძელება. დიდი მიღწევები­ ჰქონდა თავის საქმეში, ნეირობიოლოგიაში მუშაობდა, თავის ტვინზე ექსპერიმენტებს ატარებდა. მოკლედ, დავშორდით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეს გამგზავრება იყო...

- მას შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- მალე მუშაობა დავიწყე შავი ჭირის ცენტრში, რომელიც დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრია. ჩავეფლე მუშაობაში და შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს.

- ისიც ამ სფეროში მუშაობდა?

- არა, მხატვარი იყო. ტყუპი ქალიშვილი­ შეგვეძინა - ტატა და ლიზი. ან სამსახურში ვიყავი ხოლმე, ან საზღვარგარეთ. ისეთი წლები იყო, საერთაშორისო დახმარებისა და კავშირების გარეშე ძნელი იყო

კვლევითი დაწესებულების გადარჩენა.

ერთხელ ჩემს შვილებს ჰკითხეს, დედა უფრო გიყვართ თუ მამაო? მათ უპასუხიათ, დედა ნელა გვიყ­ვარს, მამა - ჩქარაო. ვერ მნახულობდნენ და ასეთი ფორმულირება მოუნახეს მამის სიყვარულს.

ძალიან ვნანობ, რომ შვილებს მეტ დროს ვერ ვუთმობდი. მაქსიმალურად ვცდილობდი საბავშვო ბაღში, სკოლაში ზეიმებზეც შემერბინა, რომ დაენახათ, იქ ვიყავი და ვგულშემატკივრობდი.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი