კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:54 / 18-10-2017
6 მარტივი და იაფი ხერხი, რომლითაც ზამთარში სახლში სითბოს შეინარჩუნებთ
ხშირად, შენობებს დაზიანებული აქვს სახურავი, ფანჯრები, კედლები და იატაკი, რაც შენობაში ენერგიის დანაკარგის ძირითადი მიზეზია. გამთბარი ჰაერის გადინების ძირითადი ადგილებია: ფანჯრის ჩარჩოსა და მინას შორის, კარ-ფანჯრის ჩარჩოს შეერთებისა და მისი კედელთან გადაბმის ადგილები.

ძველი, ხის ფანჯრების შეცვლა ახალი მეტალოპლასტმასის ორმაგი შემინვის ფანჯრებით ძვირადღირებული სიამოვნებაა - მას ყველა ვერ ახერხებს. თუმცა, თითქმის იმავე შედეგის მიღწევა შესაძლებელია უფრო იაფი ხერხებით.

როგორ დავათბუნოთ ზამთრის სეზონზე სახლი მარტივად - ამაზე ენერგოეფექტურობის ცენტრის კომუნიკაციის ექსპერტი ლიანა ღარიბაშვილი გვესაუბრება.

დათბუნება ქაღალდით

- კარ-ფანჯრის დაგმანვის მარტივი და ხელმისაწვდომი ღონისძიებები მართლაც არსებობს. ხის ფანჯრების დათბუნება სწრაფად და იაფად გაზეთებით, ან ქაღალდითაა შესაძლებელი: ჭურჭელში მოათავსეთ ქაღალდის ნაკუწები, წყალი დაასხით, მიღებული პასტისებრი მასით შეიძლება ღრიჭოების ამოვსება. შრობისას მასა გამაგრდება და საიმედო შემამჭიდროებლად იქცევა. თუ ქაღალდის მასაში დავამატებთ ცარცსა და ხორბლის ფქვილს, უფრო საიმედო შემავსებელს მივიღებთ, რომელიც შემდგომ ფანჯრის ჩარჩოებს ადვილად მოცილდება კიდეც.

დათბუნება ბამბით და ქსოვილის ზოლებით

- თუ გაქვთ ბამბა და ქსოვილის ან ქაღალდის ზოლები, დასათბუნებლად ასე გამოიყენეთ: ტექნიკური ბამბით, თხელი დანის მეშვეობით ამოავსეთ ღრიჭოები და ზემოდან დააწებეთ ქაღალდის და ქსოვილის ზოლები. წებოს მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპონიც. სამუშაოების უფრო სწრაფად ჩასატარებლად შესაძლებელია ქაღალდის წებოვანი ლენტის ("სკოჩი") გამოყენება.

დათბუნება პარალონით და წებოვანი ლენტით

- პარალონი დაჭერით ზოლებად და ყველა ღრიჭოში ჩატენეთ. ზემოდან მიაკარით წებოვანი ლენტი. სამუშაოები ტარდება სწრაფად და ეფექტი საგრძნობია. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ვარგისი წებოვანი ლენტი, რომ თქვენ მიერ ჩატარებული სამუშაო ფუჭი არ იყოს.

ფანჯრის მინის დათბუნება

- ფანჯრის მინის დასათბუნებლად შესაძლებელია ისეთი
ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენება, როგორიცაა ყვავილების შესაფუთი გამჭვირვალე ფირი. სამუშაოების დაწყებამდე იწმინდება და შრება მინის ზედაპირი.


მინისა და ჩარჩოს შეერთების ადგილები პარალონით ან ჰერმეტიკით ივსება. ფანჯრის ჩარჩოზე იკვრება ორმაგი წებოვანი ლენტი. ჩარჩოს ზომაზე მოჭრილი ფირი ფრთხილად ეწებება ლენტს.

დათბუნება სილიკონის ჰერმეტიკით

სამუშაოებისთვის დაგჭირდებათ ჰერმეტიკი (სილიკონი) და სპეციალური შპრიცი (პისტოლეტი). ჯობია გამოიყენოთ გამჭვირვალე ჰერმეტიკი, რომ მისი მინაზე უნებლიედ მოხვედრის შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩეს. სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
  • ფანჯრიდან მინა უნდა ამოიღოთ;
  • მინების მიმაგრების ადგილები დაგროვილი ჭუჭყისგან გაწმინდოთ;
  • მიმაგრების ადგილებს სილიკონი ესმება;
  • ამოღებული მინა თავის ადგილზე ჯდება და "შტაპიკებით" მაგრდება.

დამატებითი მინის ჩასმა

- ფანჯრის ჩარჩოში არსებული მინიდან 0,5-1,0 სმ დაცილებით ღარის ამოჭრა ხდება, სადაც მეორე მინა ჩაისმება, - ეს კი მინაპაკეტის ეფექტს ქმნის.

ლიანა რარიბაშვილის თქმით, პროექტი "აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა" ფარგლებში განვახორციელეთ, მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ-ის "დაცული ტერიტორიების დაცვის სააგენტოს" ხელშეწყობით განხორციელდა.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ამაღამ შესაძლოა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოყინოს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:00 / 21-11-2017  Image ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალხწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
"როსავიაციის" უფროსის თქმით, - "აეროპორტის ყველა თანამმშრომელი ფხიზელი უნდა იყოს"
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49