"პალიტრა მედიის" ორგანიზებით "ციფრული რეკლამირების ინოვაციურ მეთოდებზე" ვორკშოფი მიმდინარეობს

"პალიტრა მედიის" ორგანიზებით "ციფრული რეკლამირების ინოვაციურ მეთოდებზე" ვორკშოფი მიმდინარეობს

"პალიტრა მედიის" ორგანიზებით "ციფრული რეკლამირების ინოვაციურ მეთოდებზე", “სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცეში ვორკშოფი მიმდინარეობს.

პრეზენტაციას სარეკლამო სფეროს წარმატებული წარმომადგენლები მართავენ, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაცია Gemius-ის გაყიდვების დირექტორი მიშელ ვლოდარციკი, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე, პროექტ Q banners-ის ხელმძღვანელი ლევან ტაბატაძე და "პალიტრა მედიის" კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი.

“თანამედროვე სამყაროში ციფრული მარკეტინგის საჭიროება იზრდება. შესაბამისად, დამკვეთების მოთხოვნაც იზრდება და მნიშვნელოვანია, მათ შევთავაზოთ ის ინსტრუმენტები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ახალ ინსტრუმენტებს შორისაა, სამიზნე აუდიტორიის შეზღუდვა, ბანერები და მათი გამოჩენის საშუალებები. ამ შესაძლებლობებს ციფრული მარკეტინგი აჩენს. ტრადიციული საშუალებებით სასურველი შედეგის მიღწევა კი გართულდა. ამიტომ მოწინავე კომპანიები სრულად ციფრულ მარკეტინგზე გადადიან. ის ხარჯთეფექტურია და ანალიზის გაკეთების მარტივ შესაძლებლობებს იძლევა", - განაცხადა ქეთი კალანდაძემ.

ვორქშოპს 100-მდე მოწვეული სტუმარი, კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი