კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:30 / 18-10-2017
"ამ ადამიანებმა ბავშვები სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან" - ვინ არიან უცნობი გმირები, რომელთა ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა
ისტორიამ უცნობი გმირების შესახებ, რომლებმაც  ავარიის დროს დაშავებული ბავშვები გადაარჩინეს, "ფეისბუქი" მოიცვა. ავტოსაგზაო შემთხვევა 16 ოქტომბერს, გომბორთან მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც იყვნენ.

მომხდარის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი ლევან კვარაცელია ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს, როგორ გადმოჰყავთ ავტომობილიდან უცნობ ადამიანებს დაშავებული ბავშვები.

"უცნობი გმირების მიერ გადარჩენილი ბავშვები... 16 ოქტომბერს გომბორის გადასახვევთან, დაღმართზე, სადაც წერია: "მძღოლო, ფრთხილად, წინ საშიში დაღმართია", სისწრაფის გადაჭარბების შედეგად მოხდა საშინელი ავარია. ერთ-ერთ ავტომობილში აღმოჩნდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გონდაკარგულები ძლივს გამოიყვანეს შემთხვევის
ადგილზე სპონტანურად მოგროვილმა ადამიანებმა და გადაარჩინეს.

კარგად დააკვირდით ფოტოს, ალბათ ამოიცნობთ, ისინი თქვენს გვერდით არიან, თქვენი ძმები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, შეიძლება ოჯახის წევრებიც, ამ ადამიანებმა 16 ოქტომბერს, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდოდა, არნახული გმირობა გამოავლინეს – არ დაიბნენ, შორიდან არ დაუწყიათ ყურება… ვიმეორებთ, მათ ბავშვებს სული შთაბერეს და სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან" - წერს "ფეისბუქზე" ლევან კვარაცხელია.

როგორც გაირკვა ეს ადამიანები შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი დაცვის წევრები არიან. ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ნათია მღებრიშვილი ავრცელებს.

"ეს "უცნობი " გმირები შსს-ს თანამშრომლები არიან, საამაყო ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის გათავისებული აქვთ სხვისი დახმარება და დაცვა, ვამაყობთ თქვენით !!!პოლიციელი გმირია...

პ.ს შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი დაცვის წევრები - კახი კამლაძე, ნოდარ მჭედლიშვილი, ავთო წაქაძე" - წერს მღებრიშვილი.
17:34 / 19-10-2017
ფისო-გორი
0
დიახ, მართლაც დასაფასებელი ადამიანები არიან, ამათ ეკთვნით დამსახურებული პრემიააააააააა!
გაიხარეთ ბიჭებო!
14:37 / 19-10-2017
MOQALAQE
0
დიახ! პოლიციელი გმირია.
უამრავ ხალხს ეხმარებიან ყოველდღიურად პოლიციელები.
მსგავსი სიახლეები
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა
ერთმანეთს "ვაზ-2107"-ის მარკის და "პიკაპის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ
"არ დავკვირვებივარ ტრაილერი, ცერად იდგა თუ სწორად, მაგრამ როგორც მახსოვს, გასავლელი არ იყო"
"ჩემი ბიძაშვილი გუშინ გადაასვენეს საკუთარ სახლში, დეიდაშვილს კი ხვალ გადავასვენებთ"
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა
ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი
გოგონა გზაზე გადარბოდა, როდესაც მას რუსული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსი დაეჯახა
+VIDEO: გუშინ მიკროავტობუსში მსხდომმა ბავშვებმა კარი გააღეს და გადმოვარდნენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49