ტემპერატურა თბილისში 22 გრადუსამდე მოიმატებს - მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა თბილისში 22 გრადუსამდე მოიმატებს - მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი

მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ჰაერის ტემპერატურა თბილისში 22 გრადუსამდე მოიმატებს.

"მიმდინარე კვირას საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს და 20-დან 25 გრადუსამდე იქნება. სითბო შენარჩუნდება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც. მთიან რაიონებში 17-22 გრადუსი იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 12-17 გრადუსი სითბო. უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. 21-22 ოქტომბერს, თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსამდე იქნება.

23 ოქტომბერს შესაძლებელია ცალკეულ რაიონში გაწვიმდეს", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი