თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა

თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გაზაფხულამდე ოფიციალურად ჩაიკეტა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის გზის გაწმენიდითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.

გამგებლის ინფორმაციით, გვიან გაზაფხულამდე ფშაველი - ომალოს დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარის გამო მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება თუშეთში დარჩენილ მუშებს და მოსახლეობას, მათი გადმოყვანა ვერტმფრენით მოხდება, რადგან უღელტეხილზე მოსული თოვლის გამო მოძრაობა შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი