კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:54 / 19-10-2017
"ქალისთვის ქუჩაში გასვლა ერთგვარი რეალითი შოუა..." - როგორ მოვიქცეთ, როდესაც გვავიწროებენ
"საღამოს საათებში, შებინდებულზე, დედა ყოველთვის ღელავს, როცა სახლიდან გავდივარ. კიდევ ღელავს, როცა მოკლე კაბა მაცვია და მკვეთრი მაკიაჟი მიფარავს სახეს. მშვიდადაა, როცა ჩემი ძმის ტანსაცმელში ვეხვევი და ჩემი სხეულის ფორმებს ვმალავ. როცა რთულად გასარჩევია ჩემი მკერდის ზომა და ფეხის სიგრძე" - ეს ერთ-ერთი პოსტია "ფეისბუქზე" დაწყებული კამპანიიდან. სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალები საკუთარ მძიმე გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ ჰეშთეგით #მეც.

ქალები ყვებიან, როგორ გახდნენ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლნი ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამსახურში. კამპანიის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ასეთ ამბებზე საუბარი აუცილებელია.

ხშირ შემთხვევაში,
მათი თქმით, საზოგადოება სწორედ ძალადობის მსხვერპლებს ადანაშაულებს, რადგან "გამომწვევად ეცვათ", "ვულგარულად იქცეოდნენ".





პრობლემა მასშტაბურია, თუმცა სამართალდამცავ უწყებებს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უმეტესობა არ მიმართავს. ამას კი, ძირითადად, ორი მიზეზი აქვს - ქალებს საზოგადოებრივი აზრის ეშინიათ, ან - რეაგირების იმედი არ აქვთ.



სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ამბობს, რომ გასულ წელს სექსუალური შევიწროების გამო ომბუდსმენის ოფისს მხოლოდ ორმა ადამიანმა მიმართა, ორივე მათგანი - ქალია. სხილაძის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში რეკომენდაცია შეიმუშავეს, ხოლო მეორე შემთხვევაში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინეს სასამართლოში.

სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ორია - საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონმდებლობის დახვეწა.

"სექსუალური შევიწროება კანონმდებლობაში არ არის გაწერილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შემთხვევები შევისწავლოთ, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, თუმცა ქუჩაში მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით აარავის მოუმართავს. კანონმდებლობა ამ მიმართულებით საჭიროებს დახვეწას, ცვლილებას და ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, რომ ამის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა ისაუბროს," - განაცხადა ეკა სხილაძემ.

მისივე ინფორმაციით, ომბუდსმენის ოფისმა რამდენიმე წლის წინ ჩაატარა კვლევა, ფოკუსჯგუფებში მონაწილე ქალების 90%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მას დასაქმების ადგილზე განუცდია სექსუალური შევიწროება, თუმცა არცერთ მათგანს სამართალდამცველი, ანდა - უფლებადამცველი უწყებებისთვის არ მიუმართავს.



სექსუალური შევიწროება პრობლემად რჩება მთელი მსოფლიოსთვის. მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის მსახიობებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა მათზე იძალადა, ან მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ, "ტვიტერი" მოიცვა პოსტებმა ჰეშთეგით #Metoo (#მეც). ათასობით ადამიანი ერთმანეთს საკუთარ მძიმე გამოცდილებას უზიარებს, მათ შორის არიან მამაკაცებიც.

ასევე წაიკითხეთ: გვინეტ პელთროუ და ანჯელინა ჯოლი გავლენიან პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ


თინათინ კაკიაშვილი

AMBEBI.GE
13:44 / 20-10-2017
ra shuashia ra gacvia
3
არასოდეს გამომწვევად არ ჩამიცვამს არასოდეს. მაგრამ ქუჩაში რომ გამივლია ხშირად ისეთი საშინელი კომენტარი უსვრია კაცს ჩემი მიმართულებით რომ არ ვიცი.კაცი როდესაც არაკაცია ტომარა რომ გეცვას მაინც შეურაცხყოფას მოგაყენებს.ზოგი ქალი გახდილიც დადის ქუჩაში მაგრამ ნორმალური კაცი თავისთვის აგრძელებს გზას.შეურაცხყოფას თუნდაც იმ გახდილ ქალებს აყენებენ დახამებული კაცები ვისაც სექსუალური პრობლემები აქვს.რაც ერტი ადგილით არ შეუძლიათ პირზე გადმოაქვთ ის სიბინძურე ეგ არის და ეგ.ზამთარში რა მეტროში ან სამარშუტო ტაქსებში არ უფათურებენ ხოლმე ხელებს კაცები ქალეებს?რა ქალები ზამთარშიც გახდილები არიაან? უბრალოდ ზოგი კაცი პათოლოგია ეს არის და ეს.
11:27 / 20-10-2017
ლაშა
4
გამომწვევი ტანსაცმელი მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთიდაიგივე შედეგს იწვევს. გააჩნია რომელ ქვეყანაში რა რაოდენობით ანუ დოზით. თუ არ გინდა ეგეთი შედეგი, ჩაიცვი არაგამომწვევად.
მსგავსი სიახლეები
”საშინლად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ შესაძლოა, ვინმე არაკომფორტულ სიტუაციაში ჩავაყენე”
"ქანდაკებასავით გავშეშდი, ცნობილი პროდიუსერი, რომელთანაც კულტურაზე სასაუბროდ მივედი, ხალათით დამხვდა"
მსგავსი ფაქტები საქართველოშიც მრავლად არის დაფიქსირებული, მაგრამ ძირითადად გაუხმაურებელი რჩება
მინისტრმა ისაუბრა სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიაზე MeToo
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49