ავტორი:

"ქალისთვის ქუჩაში გასვლა ერთგვარი რეალითი შოუა..." - როგორ მოვიქცეთ, როდესაც გვავიწროებენ

"ქალისთვის ქუჩაში გასვლა ერთგვარი რეალითი შოუა..." - როგორ მოვიქცეთ, როდესაც გვავიწროებენ

"საღამოს საათებში, შებინდებულზე, დედა ყოველთვის ღელავს, როცა სახლიდან გავდივარ. კიდევ ღელავს, როცა მოკლე კაბა მაცვია და მკვეთრი მაკიაჟი მიფარავს სახეს. მშვიდადაა, როცა ჩემი ძმის ტანსაცმელში ვეხვევი და ჩემი სხეულის ფორმებს ვმალავ. როცა რთულად გასარჩევია ჩემი მკერდის ზომა და ფეხის სიგრძე" - ეს ერთ-ერთი პოსტია "ფეისბუქზე" დაწყებული კამპანიიდან. სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალები საკუთარ მძიმე გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ ჰეშთეგით #მეც.

ქალები ყვებიან, როგორ გახდნენ სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლნი ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამსახურში. კამპანიის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ასეთ ამბებზე საუბარი აუცილებელია.

ხშირ შემთხვევაში, მათი თქმით, საზოგადოება სწორედ ძალადობის მსხვერპლებს ადანაშაულებს, რადგან "გამომწვევად ეცვათ", "ვულგარულად იქცეოდნენ".

პრობლემა მასშტაბურია, თუმცა სამართალდამცავ უწყებებს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა უმეტესობა არ მიმართავს. ამას კი, ძირითადად, ორი მიზეზი აქვს - ქალებს საზოგადოებრივი აზრის ეშინიათ, ან - რეაგირების იმედი არ აქვთ.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ამბობს, რომ გასულ წელს სექსუალური შევიწროების გამო ომბუდსმენის ოფისს მხოლოდ ორმა ადამიანმა მიმართა, ორივე მათგანი - ქალია. სხილაძის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში რეკომენდაცია შეიმუშავეს, ხოლო მეორე შემთხვევაში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინეს სასამართლოში.

სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ ორია - საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონმდებლობის დახვეწა.

"სექსუალური შევიწროება კანონმდებლობაში არ არის გაწერილი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შემთხვევები შევისწავლოთ, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, თუმცა ქუჩაში მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით აარავის მოუმართავს. კანონმდებლობა ამ მიმართულებით საჭიროებს დახვეწას, ცვლილებას და ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, რომ ამის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა ისაუბროს," - განაცხადა ეკა სხილაძემ.

მისივე ინფორმაციით, ომბუდსმენის ოფისმა რამდენიმე წლის წინ ჩაატარა კვლევა, ფოკუსჯგუფებში მონაწილე ქალების 90%-ზე მეტმა განაცხადა, რომ მას დასაქმების ადგილზე განუცდია სექსუალური შევიწროება, თუმცა არცერთ მათგანს სამართალდამცველი, ანდა - უფლებადამცველი უწყებებისთვის არ მიუმართავს.

სექსუალური შევიწროება პრობლემად რჩება მთელი მსოფლიოსთვის. მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის მსახიობებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა მათზე იძალადა, ან მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ, "ტვიტერი" მოიცვა პოსტებმა ჰეშთეგით #Metoo (#მეც). ათასობით ადამიანი ერთმანეთს საკუთარ მძიმე გამოცდილებას უზიარებს, მათ შორის არიან მამაკაცებიც.

ასევე წაიკითხეთ: გვინეტ პელთროუ და ანჯელინა ჯოლი გავლენიან პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი