ზაფხულში გამოვლენილი 10 მავნე პროდუქტი საქართველოში

ზაფხულში გამოვლენილი 10 მავნე პროდუქტი საქართველოში

2017 წლის ზაფხულში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) 10 მავნე პროდუქტი გამოავლინა. ამის შესახებ, ინფორმაციას, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან 2017 წლის ივნის-აგვისტოში სეს-ის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ გამოითხოვეს ინფორმაცია. 18 სექტემბერს სეს-ის ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ზაფხულში სეს-მა 10 მავნე პროდუქტი გამოავლინა.

ესენია: ფრინველის გაყინული ხორცი (იმპორტიორი შპს "დიმკა"), ნედლი რძე (მწარმოებელი შპს "ჯორჯიან ბიზნეს ზონ"), ნედლი რძე (მწარმოებელი შპს "გიორგი შანიძის ფერმა"), მხოლოდ მცენარეულ ცხიმზე დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი (შპს "ათინათი"), პესტიციდი უნივერსალი (სარეალიზაციო ობიექტი - შპს "ახალი ფერმერი XXI"), პესტიციდი-ბინგო (სარეალიზაციო ობიექტი, შპს "კარტლის აგროსისტემები"), ვეტერინარული პრეპარატი "შხამას ნაყენი" და ვეტერინარული პრეპარატი "ალბენდაზოლ 600".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი