"გააფრთხილეთ ოჯახის წევრები - მოხდება იძულების წესით თანხის ამოღება პირადი ნივთებით" - რა სმს-ებს უგზავნიან ონლაინსაკრედიტო კომპანიები მომხმარებლებს

"გააფრთხილეთ ოჯახის წევრები - მოხდება იძულების წესით თანხის ამოღება პირადი ნივთებით" - რა სმს-ებს უგზავნიან ონლაინსაკრედიტო კომპანიები მომხმარებლებს

"სასწრაფოდ დაფარეთ დავალიანება სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში გეზრდებათ დავალიანება და გემატებათ სასამართლო აღსრულების ხარჯი. ვადა დასაფარად 3 დღეა.

ამის შემდეგ გააფრთხილეთ ოჯახის წევრები - იურიდიულ მისამართზე მოხდება იძულების წესით თანხის ამოღება პირადი ნივთებით", - მსგავსი შინაარსის სმს-ს ონლაინსაკრედიტო კომპანიებისგან იღებს ყველა, ვინც ონლაინსესხს დროულად ვერ დაფარავს.

როგორც წესი, ონლაინსესხები 300-დან 600 ლარამდე მერყეობს, მსესხებელი მის გადახდას არ ჩქარობს და ვალად სოლიდური თანხა უგროვდება. სიტუაციის გამოსწორების მიზნით ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვით, საპროცენტო განაკვეთებს მაქსიმალური ზღვარი უნდა დაუწესდეს და ეს ზღვარი წლიური 100%-ია. მთავრობის განმარტებით, ინიციატივის მიზანი კრედიტორთა დაცვაა. ამ ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, რომ რიგ შემთხვევებში მიკროსესხებში მათი მცირე ზომის გამო მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რა მაღალ პროცენტად სესხულობს თანხას, რასაც ხშირ შემთხვევებში ადამიანური ტრაგედიაც მოჰყვება.

საპროცენტო განაკვეთების მიმართ მსგავსი მიდგომა აქვთ დასავლეთში, მაგალითად: კანადაში კრიმინალურად მიიჩნევენ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც წელიწადში 60%-ზე მეტია, ხოლო დიდ ბრიტანეთში - მოკლევადიან სესხებზე ჯამში დასაბრუნებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს გაცემული თანხის ორმაგ ოდენობას. ავსტრალიაში სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური განაკვეთი 48%-იანი ლიმიტით არის განსაზღვრული, ხოლო სინგაპურში - საპროცენტო განაკვეთის ზღვარი თვეში 4%-ია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი