2018 წლიდან გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის რეგულაციები გამკაცრდება

 2018 წლიდან გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის რეგულაციები გამკაცრდება

საქართველოში ე.წ. ტექდათვალიერება რომ უნდა აღდგეს, ამაზე აღარავინ კამათობს. ჩვენს ქუჩებში ათასობით შეუმოწმებელი ავტომობილი მოძრაობს, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. პირველ რიგში ეს გაზზე მომუშავე ავტომობილებს ეხება. ამ კატეგორიის ავტომობილების ინსპექტირება რამდენიმე თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შემოწმების პროცესი ერთ წერტილზე გაიყინა, ეს მაშინ, როცა ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადად თავიდან 2018 წლის 1 იანვარი სახელდებოდა.

დავინტერესდით, რამ შეუშალა ხელი გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირებას და ეს კითხვა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს - დავით მესხიშვილს დავუსვით:

"პირველ რიგში იმით დავიწყებ, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. მხოლოდ სავარაუდო გათვლებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დაახლოებით 200-250 ათასი ასეთი ავტომობილია. მანქანის გაზზე გადაყვანა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ეკონომიაა, თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რამდენად უსაფრთხოა ეს ავტომობილები.

- ყოფილა შემთხვევები, როცა აირბალონები გაზგასამართ სადგურებში აფეთქებულა, ამავე დროს, ბევრი ამტკიცებს, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილი გარემოს ნაკლებად აბინძურებს. თქვენი აზრით, კარგია თუ ცუდი ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანა?

- ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილი ეკოლოგიური თვალსაზრისით მართლაც გაცილებით უსაფრთხოა. ასეთი ავტომობილები ყველაზე ნაკლებად აბინძურებენ გარემოს, მაგრამ საქართველოში პრობლემას სულ სხვა რამ ქმნის: ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ავტომობილის აირბალონი 18-20 წლისაა, რაც დაუშვებელია. გარდა ამისა, აირბალონებს ამონტაჟებენ კუსტარულად, კერძო ავტოფარეხებში, სრულიად არაკომპეტენტური პირები, რომლებიც უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს არ იცავენ. ისინი დოკუმენტაციასაც არ გასცემენ, როგორ დაამონტაჟეს აირბალონი, ან დაიცვეს თუ არა ნორმები, რომელიც ავტომანქანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამიტომ, აირბალონის მონტაჟი უნდა მოხდეს ლიცენზირებული კომპანიის მიერ, რომელიც შესაბამის ცნობას გასცემს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობას იღებს. პრობლემა იმაშია, თუ ვინ ამონტაჟებს ამ ბალონებს, ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ გაზზე მიმუშავე ავტომობილები უსაფრთხო არ არის.

- რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვი?

- დატუმბვის დროს ძალიან დიდია საფრთხე, რომ აირბალონი აფეთქდეს. ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ ავტომობილში ბუნებრივი აირის სუნი. როდესაც აირბალონი კარგად არის დამონტაჟებული, ასეთი სუნი არ უნდა იგრძნობდეს. ამიტომ, იქ, სადაც აირბალონების მონტაჟი მიმდინარეობს, უნდა იყოს ვიდეოკამერები და ეს პროცესი მაქსიმალურად უნდა მოწმდებოდეს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი