აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვში ყურადღების ცენტრშია

აჭარის ტურისტული პოტენციალი ლვოვში ყურადღების ცენტრშია

აჭარის პოპულარიზაცია ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გრძელდება. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.

სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება აჭარის საზღვაო კურორტებთან ერთად სამზარეულომ და ღვინის ტურიზმმა მიიპყრო. გამოფენის ფარგლებში ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ავიაკომპანიებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურპაკეტების შემუშავებითა და ჩარტერული რეისების დანიშვნით არიან დაინტერესებულები.

აჭარა ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორები გარდა რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებისა საიმიჯო ვიდეოკლიპებსა და სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს ეცნობიან. გამოფენა 18 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი წელს 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი